პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანზორ კვარაცხელია თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და ესროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752836837

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერ...

ააა

1752836745

ახალი ამბები

სახელმწიფოსგან მოტყუებით მიიღეს 826 815 ლარი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუ...

საგამოძიებო

1752835109

ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე დღესაც გრძელდება. პროცესში მონაწილეობენ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულები. რუსთაველის გამზი...

რუსთაველის გამზირ

1752832964

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კარგად გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნას ეხმაურება და განმარტავს, რა არის ქართული კანო...

პოლიტიკა

1752832371

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას დაესწრო

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას დაესწრო, რომელიც რუსთავის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი IX-XII საუკუნეების სასახლის არქეოლოგიურ კვლევ...

გიორგი გაბუნია