ირაკლი კობახიძე: ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაყენებული ყველა პირობა, პრაქტიკულად, დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან

„ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის მზად ვართ, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რომ არ დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, ომში ჩართვის ან ხელისუფლების ცვლილების საკითხები.

პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის „მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“.

„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ყველა ეს პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი შეფასება, რაში სჭირდება ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. ხედავთ, რომ პირდაპირ ხდება ევროპული ბიუროკრატიისგან იმ პროცესების მხარდაჭერა, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანაში სიძულვილის, რადიკალური პროცესების გაღვივებასთან, ამას ბუნებრივია საზოგადოება აკვირდება და აფასებს, მთავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე და თითოეულ იმ ქმედებას, რომელსაც იხილავს უნდა დააკვირდეს მაქსიმალური ყურადღებით. ეს არის მთავარი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752836837

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერ...

ააა

1752836745

ახალი ამბები

სახელმწიფოსგან მოტყუებით მიიღეს 826 815 ლარი - დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 12 წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუ...

საგამოძიებო

1752835109

ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე დღესაც გრძელდება. პროცესში მონაწილეობენ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულები. რუსთაველის გამზი...

რუსთაველის გამზირ

1752832964

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კარგად გავიაზროთ, რატომ ითხოვს ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონის გაუქმებას, რომელსაც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბრის ფაქტობრივ რეფერენდუმზე მისცა ხმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნას ეხმაურება და განმარტავს, რა არის ქართული კანო...

პოლიტიკა

1752832371

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას დაესწრო

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას დაესწრო, რომელიც რუსთავის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი IX-XII საუკუნეების სასახლის არქეოლოგიურ კვლევ...

გიორგი გაბუნია