ირაკლი კობახიძე: შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის

ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი.

„ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წვლილი. შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტად ზრდის.

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ამ მიმართულებით. დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ამ სფეროში, ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლად და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში 2031 წლისთვის ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულება. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა, აბსოლუტურად რეალისტური. ამაზე ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს საპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, 2029 წლისთვის უკვე დასრულდება ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა. ასევე, აეროპორტებთან მიმართებით, გეგმაზომიერად ვმუშაობთ.

ხორციელდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება. ბათუმში არის ამბიციური გეგმები და ასევე, დაგეგმილი გვაქვს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც 2031 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რკინიგზის მიმართულებით გვაქვს, ასევე, ამბიციური გეგმები, თვისებრივად გაძლიერდება რკინიგზის შესაძლებლობები.

ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით, შესაბამისად, ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ თემას“, - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794807152

ახალი ამბები

გია ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ

„ამ პერიოდმა აჩვენა ის, რომ ინტენსიური, გააფთრებული მხარდაჭერის მიუხედავად, სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულებ...

გია ვოლსკი

1794805260

ახალი ამბები

ზურაბ რურუა: ვფიქრობ, სარჩელი დახუნძლულია ფაქტებით, არგუმენტებით და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება იქნება ჩვენ სასარგებლოდ

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 5 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვა გრძელდება. პროცესი ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, მ...

ზუკა რურუა

1794804331

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

16 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...

ამინდი ამინდი

1794775278

მსოფლიო

პრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების ცვლილების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ლეტნას პარკში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა გააპროტესტეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებ...

აქცია გაიმართა

1794773824

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ეს გამოიხატება ჩვენს ურთიერთობებში ყოველდღიურად

როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებას ეხება საკითხი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქ...

მაკა ბოჭორიშვილი