პრემიერი: როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს კარგი მაჩვენებლები, 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე
„როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიღარიბის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო დასტური, რომელიც სამჯერ არის შემცირებული 2020 წლის შემდეგ, 21,3 პროცენტიდან 7,1 პროცენტამდე.
„ამ ყველაფრის საუკეთესო დასტურია საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკაც, რომელიც რამდენჯერმე არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები რამდენჯერმე მეტ შემოსავალს იღებენ და ეს არის ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. ამ პერიოდში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 2020 წლის შემდეგ. მსყიდველუნარიანობის პარიტეტით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა უკვე გადააჭარბა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს და ჩვენი ამოცანაა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანა. არსებული ტენდენციებითა და სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ სტატუსს ჩვენ მივიღებთ 2031-2032 წლებისთვის, ეს არის ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს და რომლის საფუძველზეც ამ შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1794809814
ახალი ამბებისაგარეო უწყება: ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს შესაბამის დონზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს
16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართვ...
1794807152
ახალი ამბებიგია ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ
„ამ პერიოდმა აჩვენა ის, რომ ინტენსიური, გააფთრებული მხარდაჭერის მიუხედავად, სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულებ...
1794805260
ახალი ამბებიზურაბ რურუა: ვფიქრობ, სარჩელი დახუნძლულია ფაქტებით, არგუმენტებით და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება იქნება ჩვენ სასარგებლოდ
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 5 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვა გრძელდება. პროცესი ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, მ...
1794804331
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
16 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1794775278
მსოფლიოპრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების ცვლილების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ლეტნას პარკში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა გააპროტესტეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებ...































