ირაკლი კობახიძე - ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით
„მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია.
„ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე იცით, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას.
იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1781935166
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
20 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე ნ...
1781896665
ახალი ამბებისაქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა...
1781894170
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქურბონ ჰაკიმზოდას შეხ...
1781892246
ახალი ამბები„საქართველო ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობს“ - მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქა...
1781888527
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაც...































