მარიამ ქვრივიშვილი: ტაჯიკეთში ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის

„ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, მათ ფარგლებში ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც გაამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.


როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც, მისი განცხადებით, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება აჩქარდეს.

„შეხვედრებისას დიდი ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორში საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კავშირების გაძლიერებას, რაც, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასაც“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი, როგორც დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის.

ყურადღება გამახვილდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროექტები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის მიმართულებით.

„მათ შორის, აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტები, რაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ღირებულების მქონეა, რადგან საქართველოს გავლით ისინი მათ საექსპორტო ქვეყნებს დაუკავშირდებიან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781938585

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ რაჰიმ საიძოდასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყან...

გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

1781936197

ახალი ამბები

საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში

„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა,ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...

საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე

1781935166

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

20 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე ნ...

გაზაფხულის წვიმა

1781896665

ახალი ამბები

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა

 ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა...

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა

1781894170

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქურბონ ჰაკიმზოდას შეხ...

სონღულაშვილკ