ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირი ამბობს, რომ მოლდოვა იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას, მეორე მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლდოვას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობა უჭირს

ჩვენ ვხედავთ ტრაგედიას, რაც მოლდოვაში ტრიალებს. ევროკავშირი ამბობს, რომ მოლდოვა არის სახელმწიფო, რომელიც თურმე იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას, მეორე მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს არსებობა უჭირს და შეუძლებლადაც მიაჩნია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩანს, როგორ გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციისთვის ევროკავშირის წევრობა, არ წევრობის, მოლაპარაკებების დაწყება, არდაწყების საკითხი.

„საქართველო, ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების მიერ ჩატარებული კვლევებით, ლიდერი სახელმწიფოა თითქმის ყველა მიმართულებით – ეკონომიკა გნებავთ, სამართალი, კორუფციის ნაკლებობა და ა.შ. ამ დროს საქართველოზე ამბობენ, რომ მზად არ არის.

რატომ? იმიტომ, რომ აქ პოლიტიკურ სპეკულაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევა სურთ, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არანაირად არ შეესაბამება.

ამიტომ იყენებენ ამას შანტაჟის იარაღად. ამ შემთხვევაში მოლდოვის მდგომარეობა და მისი პრეზიდენტის სიტყვები მოლდოვისათვის ტრაგიკულია. ასე გამოდის, რომ რუსეთმა მოლდოვას სახელმწიფო შეუქმნა და დღეს მოლდოვასათან რუსეთი, უფრო სწორად საბჭოთა კავშირი რომ აღარ არის, მოლდოვის დამოუკიდებლად არსებობის საშუალება არ აქვს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768288384

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი: -...

 2 მოქალაქე დააკავა -

1768287554

ახალი ამბები

მიგრაციის სამსახურმა უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე საქართველოდან გა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1768286090

ახალი ამბები

პაპუაშვილი მაია სანდუს განცხადებაზე, რომ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა: როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა“. „როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუ...

შალვა პაპუაშვილი

1768285049

ახალი ამბები

ნათია თოფურია: ღარიბაშვილის ნათესავებს მივმართავ - ან გამოდით და თქვით, რომ არაფერი დაუშავებია თქვენს ფალავანს, მისი აღიარება ტყუილია, ან ენები მიიგდეთ და მადლობა თქვით, რომ ქვეყნის და ხალხის ღალატისთვის ეს სასჯელი აკმარეს კორუმპირებულ ნაძირალას

„ღარიბაშვილის ნათესავებს მივმართავ, ცოლის ძმას, ცოლის დას და ასე შემდეგ... რომ გამომდგარხართ და წერთ გულის ამაჩუყებელ დითირამბებს, რომ „ირაკლი ასეთი ბიჭია“ და „თქვენ არ იცით ყველაფერი“... ძაან კარგად...

 ნათია თოფურია.

1768284209

ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონი აშშ-ის მოქალაქეებს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მოგზაურობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რო...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი