მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად „შუა დერეფნის“ განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
აბუ-დაბიში მიმდინარე მდგრადი განვითარების კონფერენციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, ღონისძიებაში, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იღებს მონაწილეობას, ყურადღება გამახვილდება „შუა დერეფნის“ განვითარებაზე და მის პერსპექტივებზე.
„მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალზე საუბარი და ამ საკითხებზე აქცენტების გაკეთება, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში სწორედ „შუა დერეფნის“ განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს პრიორიტეტების განსახორციელებლად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრებზეც.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გლობალურად მოქმედ კომპანიებს ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენს რეგიონში განახორციელონ გარკვეული საქმიანობა. საქართველოს ისინი ხედავენ როგორც პოტენციურ საინვესტიციო ადგილს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არაბეთის გაერთიანებული საამიროების კომპანიებთან თანამშრომლობა, ვინაიდან ისინი დღეს წარმატებით საქმიანობენ ქვეყანაში და ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
1768285049
ახალი ამბებინათია თოფურია: ღარიბაშვილის ნათესავებს მივმართავ - ან გამოდით და თქვით, რომ არაფერი დაუშავებია თქვენს ფალავანს, მისი აღიარება ტყუილია, ან ენები მიიგდეთ და მადლობა თქვით, რომ ქვეყნის და ხალხის ღალატისთვის ეს სასჯელი აკმარეს კორუმპირებულ ნაძირალას
„ღარიბაშვილის ნათესავებს მივმართავ, ცოლის ძმას, ცოლის დას და ასე შემდეგ... რომ გამომდგარხართ და წერთ გულის ამაჩუყებელ დითირამბებს, რომ „ირაკლი ასეთი ბიჭია“ და „თქვენ არ იცით ყველაფერი“... ძაან კარგად...
1768284209
ახალი ამბებიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს
ვაშინგტონი აშშ-ის მოქალაქეებს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მოგზაურობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რო...
1768282856
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროებს მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობისთვის ესტუმრა, რომელზეც სხვადასხვა ქვე...
1768281963
მსოფლიოდონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპა რეფორმირებას საჭიროებს
„ევროპას რეფორმირება სჭირდება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოცემა The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპისა და მასთან ერთად, ნატოს მიმართ ისეთი ქვეყნების და...
1768279901
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ...































