ირაკლი ქადაგიშვილი: მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? ეუთოს დღეს თავის შინაარსზე აქვს პასუხი გასაცემი
„მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? თავის თავზე აქვს პასუხი გასაცემი“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელმაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განვითარებული პროცესები შეაფასა.
მისი თქმით, საქართველოს ეუთო არ დაუტოვებია, არამედ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ არ დაგვიტოვებია ეუთო, ჩვენ დავტოვეთ კენჭისყრის პროცედურა, რადგან ეს იყო აბსოლუტურად უსამართლო. მომავალი არჩევნებისთვის ეუთოს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, თქვას, რომ მისი დასკვნა მომავალში ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩება, თუ რაიმე შედეგი ექნება? თავის თავზე აქვს პასუხი გასაცემი, თავის რაობაზე, თავის შინაარსზე აქვს ეუთოს დღეს უფრო მეტი პასუხი გასაცემი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციის წევრებთან მიდიოდნენ და მომხდარის გამო სინანულს გამოხატავდნენ ასამბლეის მონაწილეები.
„ეს სინანული მათ მარტო ჩვენი დელეგაციის წინაშე კი არა, საერთოდ უნდა თქვან - ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს საერთოდ აქვთ ფასი, თუ ისინი გარკვეული პოლიტიკური ძალების ზეწოლისა და ბულინგის მსხვერპლი არიან?! ამიტომ, აქ ჩვენზე კი აღარ არის უკვე საქმე, მათზეა საქმე, რომ საკუთარი პასუხისმგებლობით მიღებული დასკვნები და გადაწყვეტილებების ცხოვრებაში ამის გატარების უნარი აქვთ, თუ არ აქვთ? ეს არის ის მორალი, რომელიც არა მარტო ეუთოს, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე დადგა, როდესაც დემოკრატიული პროცედურები, სამართლიანობა ჩანაცვლებულია ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატანის ველური მცდელობებით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
1783696689
ახალი ამბებიბექა ოდიშარია ოპოზიციას: იყავით კონსტრუქციულები, რადგან პოპულისტური ტყუილებით ფონს ვერ გახვალთ
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს პოლიტიკური პარტია „ლელოდან“ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა,...
1783695449
ახალი ამბებინოდარ ბოკერიამ საკრებულოს სხდომაზე ანაკლიის პორტზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის გრიგოლ გეგელიას განცხადებებს უპასუხა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნოდარ ბოკერიამ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომელიც ანაკლიის პორტს და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას, განცხადებებს შეეხებო...
1783694625
ახალი ამბებიბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი „რისერჩერი“, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა ბოლო დროს თბილისში მომხდარ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ბექა დავითულიანმ...
1783693728
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ფორმულაზე: ისინი მიიჩნევენ, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება
„ისინი მიიჩნევენ, რომ სანქცია უნდა განხორციელდეს ქვეყნის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, შეჩერდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარება, რომ მაქსიმალურად ცუდისკენ წავიდეს ვითარება, რომ...
1783693090
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში, ამ პლატფორმას ვიყენებთ არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად
ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს ფრანკოფონიის ყოველწლიურ სესიაში. წელს ამ სესიაზე მონაწილეობს 300-ზე მეტი დელეგატი, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენთვის ეს ფორმატ...






























