ირაკლი ქადაგიშვილი: მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში მოვლენები არასახარბიელო მიმართულებით ვითარდება, სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დაძაბული ვითარების კონტროლი არსებობდეს
ვხედავთ, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში მოვლენები უარყოფითი მიმართულებებით იცვლება და არასახარბიელო მიმართულებით ვითარდება, ეს ევროპაში პოლიტიკურ დაძაბულობას იწვევს, აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებისთვის, პარტიებისთვის და სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დაძაბული ვითარების კონტროლი არსებობდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „მათ მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ხშირ შემთხვევაში კონტროლის ნაკლებობა და არამართვადი სიტუაციები წარმოქმნილია სწორედ ფარული დაფინანსებებით ან გაუმჭვირვალე დაფინანსებებით, რომელიც ე.წ. ენჯეოებს და სხვადასხვა არაკომერციულ ორგანიზაციას ხმარდება, რომელთაც, როგორც რბილ ძალას და როგორც პოლიტიკაზე ზეწოლის და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე განმსაზღვრელ ძალას, სხვადასხვა ძალა იყენებს“.
„ამ ტურბულენტობის პირობებში მნიშვნელოვანი გახდა, რომ ფარული დაფინანსებები ღია, აშკარა იყოს და კონტროლს ექვემდებარებოდეს. ეს საქართველომ თავის თავზე წლების განმავლობაში იწვნია, როდესაც არასამთავრობო სექტორი გამოიყენებოდა არა მართლაც სამოქალაქო საჭიროებებისთვის ან სხვა ამდაგვარი ჰუმანიტარული მიზნების მისაღწევად და სახელმწიფოსთვის მხარდასაჭერად, არამედ პირდაპირ პოლიტიკური და იდეოლოგიური ნარატივების გასატარებლად, მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალებების და რევოლუციების ორგანიზებისთვის.
ახლა იმას, რაც ჩვენივე გამოცდილებით დავინახეთ, უკვე ევროპის ყველა სახელმწიფო ხედავს. ისინი იმიტომ ხედავენ, რომ ამ ტურბულენტობის დროს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფინანსური წყარო, რომელიც პოლიტიკაზე პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს, ღია და გამჭვირვალე იყოს და კონტროლს ექვემდებარებოდეს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
1795094641
ახალი ამბებიფონიჭალაში აფეთქებული კორპუსიდან მაშველებმა ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს
თბილისში, ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ბავშვი გამოიყვანეს, მცირეწლოვანი გოგონა კონტაქტურია და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრე...
1795093837
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5927 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1795092617
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და უცხოური აგენტურის განცხადებას ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ
„ამ ფორმატის აღდგენის აუცილებლობა თავად ცხოვრებამ მოიტანა, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს, მაგრამ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, ამიტომ ამ მიმართულები...
1795092073
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე თორნიკე რაზმაძეზე: საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე თორნიკე რაზმაძის მიერ ფონიჭალაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აღნ...
1795090700
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიან
„რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ , - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტ...































