არჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალები არიან
„რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ , - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
არჩილ გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„რაც დღეს ვნახეთ არაკონსტიტუციური პარტიების განცხადებებიდან თავისუფალი მედიის სანქცირებასთან დაკავშირებით, ეს არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება. აი ხომ ამბობენ ხოლმე - ჩვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია და ჩვენ პატივს ვცემთ იმ აზრსაც, ვიბრძოლებთ იმ აზრისთვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს. აღარ ვაკადრებ საზოგადოებას, რაც ნიკა გვარამიამ იკადრა და რა განცხადებაც გააკეთა, რა დაემართოს თავისუფალ მედიასო. ეს არის ზუსტად მათი დამოკიდებულება ქვეყნის, ადამიანის უფლებების მიმართ - რაც არ მოსწონთ, მათთვის რაც მიუღებელია, თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სრული სიმართლე და ჭეშმარიტება.
კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არც დასაბუთებას, ისინი ყოველთვის გარეთ იყურებიან და გარედან რასაც გადაწყვეტენ, იმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ ხმა ამოიღონ და რაღაც თქვან ამის საწინააღმდეგო - პირიქით, მოხარული არიან თავისუფალ სიტყვასა და დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმისთვის. მეტად რანაირად უნდა დაამტკიცონ ამ ადამიანებმა, ამ პარტიებმა, რომ ასაკრძალები არიან, ალბათ წარმოუდგენელია“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
1795080688
ახალი ამბებიაშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის ისტორიული სამმხრივი შეხვედრა დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ისტორიული სამმხრივი შეხვედრისთვის შეიკრიბნენ — ეს არის მოვლენა, რომელსაც ამ კვირაში ჩინეთის ქალაქ შენჟე...
1795079111
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე, მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე მუნიციპალური სამსახურები და აქტი...
1795078080
ახალი ამბებიფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს
თბილისის მერი კახა კალაძე ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N16-ში მომხდარი აფეთქების ადგილზე იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილ...
1795077443
ახალი ამბებისაქსტატი: 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 6.1%-ით მეტ მგზავრს მოემსახურნენ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე – აერო...
1795074967
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია. მიხეილ სარჯველაძის გა...































