პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

„დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს. შესაბამისად, გამოძიება პარალელურად მიმდინარეობს.

ვათვალიერებთ შემთხვევის ადგილს იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც გვაძლევს მოცემულობა, მაშველებთან ერთად, ვინაიდან სხვაგვარად შეუძლებელია გამომძიებლებმა იმუშაონ. მათ შორის ვადგენთ ყველას მონაცემებს, ვინც კორპუსის მცხოვრებია, რა ინფორმაციას ფლობს და ვაგროვებთ ცნობებს.

ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის გამოყენებულია არაერთი დრონი და შესაბამისად ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. სამაშველო სამსახური თავის მხრივ მუშაობს და აქტიურად ეძებს პიროვნებებს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ამოიყვანეს. ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795089375

ახალი ამბები

რევაზ სოხაძე: ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულების შემდეგ 44 000-მდე ადამიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის შესახებ ისაუბრა და მოსახლეობას სამშენებლოსამუშაოებ...

რევაზ სოხაძე

1795085658

ახალი ამბები

პატრიარქი შიო III 21 ნოემბერს სადღესასწაულო წირვას თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღავლენს

„პატრიარქი შიო III 21 ნოემბერს სადღესასწაულო წირვას თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღავლენს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავ...

შიო მესამე

1795085452

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე ყველას კარგად უნდა ახსოვდეს

ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და როგორც შევთანხმდით, აქ არ ვახდენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას, თუმცა, წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე ყველას კარგად...

თორნიკე ჭეიშვილი

1795084626

ახალი ამბები

ნათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში, სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველ დირექტორთან ჩია დერ ჯიუნთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა...

ნათია თურნავა

1795083450

მსოფლიო

დონალდ ტრამპს, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დაახლოებით საათ...

დონალდ ტრამპს, სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა