ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს.
რუხაძის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები რეალობას მოკლებულია, რადგან თავად ივანიშვილმა წლების წინ სრულად გაწყვიტა ფინანსური და პერსონალური კავშირები რუსეთის ფედერაციასთან.
ის განმარტავს, რომ ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში ფეხი არ დაუდგამს, ამასთან, საკუთარი ბიზნესაქტივები სრულად დაცალა ამ ქვეყანაში და კაპიტალი დასავლურ ქვეყნებში დააბანდა.
„მე ძალიან ბევრ ხალხს ვიცნობ, რომელიც რუსეთში არ ყოფილა წლების განმავლობაში და ამიტომ აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს რატომღაც ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ იმიტომ, რომ თვითონ ერთ-ერთი ასეთი მოწყვლადი ადამიანია რუსეთის გადმოსახედიდან, ოღონდ თუ იქ იქნება და აქ არ არის.
ბიძინას 1998 წლის მერე ფეხი არ შეუდგამს და მთელი თავის ქონება მოიშორა რუსეთში და დააბანდა დასავლეთში. ასევე უნდოდა ყველას, ბიძინა არ იყო გამონაკლისი, ყველას ეს უნდოდა. ყველა გრძნობდა იმას, რომ არიან მოწყვლადები“, - განაცხადა რუხაძემ.
1786607006
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...
1786605789
ახალი ამბებისაქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...
1786604215
ახალი ამბებიგომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. ექიმის შეფასებით, ორი...
1786601662
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი რუსოფობიის გაღვივებაში ჩართულ ადამიანებზე: ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის ამ ადამიანების მიზანი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთი ადამი...
1786600392
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ხალხებს შორის ასეთი ფობიური დამოკიდებულების შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს ხალხებს შო...































