ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“

„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც მის დაჭერას ვერ ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობა“.

რუხაძის განცხადებით ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ვერ იჭერდა იყო ის, რომ ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა.

„მერე დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვერ მიჭერდნენ. არც ვიყავი მაშინ საქართველოში, მაგრამ როცა ვიყავი, მაშინაც ვერ მიჭერდნენ ამერიკის მოქალაქეობის გამო. ამტკიცებდნენ სხვათა შორის, რომ დაგუგლოთ ჩემი სახელი და ნიკა გვარამიას სახელი ერთად WikiLeaks-ში, რომ შეიყვანოთ, გამოვა ბევრი დოკუმენტები ამერიკის საელჩოდან, რომელიც მიდის ამერიკაში. ანუ, ელჩი უგზავნის თავის ვიღაც უფროსს იქ, ვისაც აბარებს რეპორტებს,“- განაცხადა რუხაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე თუ რა შუაში იყო ნიკა გვარამია, რუხაძემ უპასუხა, რომ ნიკა გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც აშშ-ის ელჩს უმტკიცებდა, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო და შეეძლოთ მისი დაჭერა.

„იმიტომ, რომ ნიკა გვარამია დადიოდა საელჩოში, როგორც პირველი მოადგილე ადეიშვილის და უმტკიცებდა, რომ მე ვარ დასაჭერი და ვარ საქართველოს მოქალაქე. ხან უმტკიცებს, რომ დასაჭერი ვარ და ვერ მიიღო ეტყობა იქიდან უფლება, რომ დამიჭიროს, მერე უმტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ამიტომ აქვს უფლება, რომ დამიჭირონ და არა ვარ ამერიკელი. მერე ეს ელჩი წერს, რომ ეს ყველაფერი „იმედის“ გამო ხდებაო, იმიტომ რომ ირაკლი დარბის „იმედს“ იცავს და ეს ყველაფერი არის იმიტომო, რომ „იმედის“ დაბრუნებას შეუშალოთ ხელი. შეიძლება ზუსტი სიტყვებით არა ვამბობ, მაგრამ დაგუგლეთ და ნახეთ. WikiLeaks-ში ამოდის ეს. ამიტომ, ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ. მე ნუ დამიჯერებთ, WikiLeaks-ში ნახეთ“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786609510

ახალი ამბები

იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს

უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...

რატი იონათამიშვილი

1786607006

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...

შსს განცხადება

1786605789

ახალი ამბები

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...

 საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია

1786604215

ახალი ამბები

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. ექიმის შეფასებით, ორი...

მიხეილ სარჯველაძე

1786601662

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი რუსოფობიის გაღვივებაში ჩართულ ადამიანებზე: ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის ამ ადამიანების მიზანი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთი ადამი...

დავით მათიკაშვილი