კახა კალაძე: თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა
„დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილება მესაკუთრე კომპანიამ მიიღო, ხოლო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა მას შემდეგ გასცა, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
„ეს არის კერძო საკუთრება. შენობა წლების განმავლობაში იყო მძიმე მდგომარეობაში, აბსოლუტურად უფუნქციო და ნაგვის ბუდედ ქცეული. კერძო მესაკუთრემ მიიღო დემონტაჟის გადაწყვეტილება. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური როდესაც გასცემს დემონტაჟის ნებართვას, ყველა არქიტექტურულ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან ამ პროცესს თავისი წესები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იყო საქართველოს მთავრობის განკარგულება დემონტაჟის შესახებ, ეს ყველაფერი თანხმდებოდა წესების მიხედვით და საბოლოოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან ერთად გავეცით ნებართვა.
ზოგადად შენობის ვიზუალი გემოვნების საკითხია, თუმცა არსებულ სივრცეში არანაირად არ ჯდებოდა. კერძო მესაკუთრემ კი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მისი დემონტაჟი და ახალი პროექტი განხორციელდეს. დემონტაჟის შემდეგ, მესაკუთრე ახალ პროექტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში და ვიმსჯელებთ, თუ როგორ განვითარდება ეს ტერიტორია. ჯერ არანაირი წინადადება არ ყოფილა შემოტანილი. როგორც კი ეს მოხდება, ამას საზოგადოებაც გაიგებს. საკმაო მნიშვნელობის მქონე ადგილია და პროექტიც გარემოს უნდა შეესაბამებოდეს. დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ იყო შენობა წლების განმავლობაში უფუნქციოდ, თბილისის მერმა აღნიშნა - „თქვენ ძალიან ხშირად აპელირებთ ამ თემაზე. მე მინდა თქვენ დაგისვათ შეკითხვა - რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 2011 წელს განხორციელებული ამხელა მასშტაბის პროექტი მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონი იდგა და უამრავი პრობლემა არსებობდა? რაღაც გაუაზრებელი პროექტისთვის 75 მილიონის დახარჯვა სწორი იყო? ეს იყო ხალხის ფული“.
1784019132
ახალი ამბებითბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა
ბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულა“ დეზინფორმაც...
1784018863
ახალი ამბებიკახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე: უნდათ გადატეხვით, მუქარებითა და შანტაჟით მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით - ამ ფორმით დამოკიდებულება არ გამოვა
„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია“, - ამით თბ...
1784016901
ახალი ამბებიკახა კალაძე: კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება
ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას კითხვაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობას...
1784016634
ახალი ამბებიკახა კალაძე გარე ვაჭრობაზე: ეს ქალაქი ყველასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება აუცილებელი იყო, რადგან უკანონო გარე ვაჭრობა, გადაადგილების თვალსა...
1784015480
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: ბადრი პატარკაციშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა
„ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილ...































