კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე: უნდათ გადატეხვით, მუქარებითა და შანტაჟით მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით - ამ ფორმით დამოკიდებულება არ გამოვა

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი. ზოგადად, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გარეშე წარმოუდგენელი მგონია“, - ამით თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის საქართველოს გარეშე განხილვა შეაფასა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით არის სიცრუეზე, შანტაჟსა და მუქარაზე დაფუძნებული დამოკიდებულება.

„ეს უბრალოდ არის პოლიტიკური ნარატივი, მტრული გამოხატულება და დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, სიცრუეზე, ცილისწამებაზეა დაფუძნებული. შანტაჟი, მუქარა - ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამას ვხედავთ ბოლო წლებში კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.

ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ვინც არ უნდა იყოს, კალასი იქნება თუ სხვა რომელიმე თანამდებობის პირი, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა დიალოგისთვის, თუმცა უშედეგოდ.

„ჩვენ ვხედავთ, როგორია მათი ენა, არანაირი საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ მუქარები და შანტაჟი. ამდენი ხნის განმავლობაში არავის დაუყენებია საკითხი დიალოგის გამართვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრჯერ გამოვთქვით მზადყოფნა დიალოგისთვის და მზად ვართ მოვისმინოთ კონკრეტული არგუმენტები. ესეც გასაგებია, რადგან არანაირი არგუმენტი არ არსებობს, მხოლოდ უნდათ გადატეხვით, მუქარებითა და შანტაჟით მიიღონ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით. არ გამოვა ეს დამოკიდებულება და ეს ურთიერთობები ამ ფორმით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მან ისაუბრა ქართველი ხალხის არჩევანზე, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნებისას გააკეთა და განაცხადა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს წარმოადგენს.

„საქართველოში ხელისუფლებას ირჩევს ქართველი ხალხი. დღეს „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ქართველ ხალხს, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.

ჩვენ გვესმის და ვხედავთ მათ არასამართლიან პოლიტიკას და დამოკიდებულებას, რაც ამ კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ. დღეს ევროპული ბიუროკრატია არის ძალიან მძიმე კრიზისში. თუნდაც ჰკითხეთ ევროპულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ევროპელ ბიუროკრატებთან. ჩვენ გვაღელვებს, თუ როგორ იქცევიან ჩვენი ქვეყნის მიმართ და ეს უსამართლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784019132

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

ბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულა“ დეზინფორმაც...

გოგა ხაინდრავა

1784017552

ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც ყველა არქიტექტურული მოთხოვნა დაკმაყოფილდა

„დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრი...

კახა კალაძე

1784016901

ახალი ამბები

კახა კალაძე: კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება

ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას კითხვაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობას...

კახა კალაძე

1784016634

ახალი ამბები

კახა კალაძე გარე ვაჭრობაზე: ეს ქალაქი ყველასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მეტროსადგურ „სადგურის მოედნისა“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება აუცილებელი იყო, რადგან უკანონო გარე ვაჭრობა, გადაადგილების თვალსა...

კახა კალაძე

1784015480

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: ბადრი პატარკაციშვილი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა

„ბადრი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ზურაბ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილ...

ირაკლი რუხაძე