ირაკლი ზარქუა: „ნაცები“ სასამართლოზე გვიმტკიცებენ, რომ მოგველანდა და 2012 წლამდე არ იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ვურჩევდი, ყოველ სასამართლო სხდომაზე ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ
„ნაცები“ სასამართლოს სხდომებზე გვიმტკიცებენ, რომ თურმე, ქართველ ხალხს მოგველანდა და 2012 წლამდე არ იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ბიზნესს რეკეტი, პატიმრების წამება-კვლა, რომ სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტებს გადასცეს, რომ 2008 წლის ომის თემა საქართველოს დააბრალეს“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, სასამართლოს ყოველ სხდომაზე ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.
„სამართლიანობის აღდგენა ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა იყო. აქამდე მათი გასამართლების ბერკეტი არ გვქონდა, რადგან ეს სექტა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერად იყვნენ წარმოდგენილი. შესაბამისად, მათი გასამართლება ვერ ხერხდებოდა, რადგან აგენტურა იყო. როცა ბოლო წლებში რეფორმის გატარება ვცადეთ, აქ რევოლუციები იყო და ჩვენი ახალგაზრდები დაგვიპირისპირეს. მანამდე უფრო ძლიერები იყვნენ და ამიტომ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. თურმე, ქართველ ხალხს მოგველანდა და 2012 წლამდე არ იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ბიზნესს რეკეტი, პატიმრების წამება-კვლა.
თურმე მოგველანდა, რომ სტრატეგიული ობიექტები რუსებს, ოკუპანტებს გადასცეს. თურმე, მოგველანდა, რომ 2008 წლის ომის თემა საქართველოს დააბრალეს. თურმე, ეს ასე არ ყოფილა, მოგველანდა. ე.ი. ჩვენ მოგველანდა თეთრაძის საქმე, შავაძის საქმე, ჩაცხრილული ბიჭების საქმე, გირგვლიანის საქმე. „ნაცები“ სასამართლოს სხდომებზე ამას გვიმტკიცებენ. ეს ყველაფერი აბსურდია.
მათ ვურჩევდით, ყოველ სასამართლო სხდომაზე ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ. იმ დაობლებულ ოჯახებს, ნაწამებ პატიმრებს, მათ ოჯახებს და უფალს მადლობა შესთხოვონ, რომ ეს ხალხი ვენდეტაზე არ გადავიდა. ამის ნაცვლად ამბობენ, თურმე, ფრთიანი ანგელოზები იყვნენ და ეს ყველაფერი მოგველანდა“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
1795610674
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. AI ინოვაციის კვირეული 5-დღიანი პრაქტიკულ...
1795609740
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრაზე გ...
1795609552
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთი რეგიონში უფრო გაძლიერდა
„ჩვენმა თაობამ კარგად იცის, რომ რეალურად, აქ ე.წ. აგენტურის რევოლუცია მოხდა და მას ე.წ. ვარდების რევოლუცია დაარქვეს. სინამდვილეში, ეს იყო რუსეთის მიერ ხელშეწყობით გადატრიალება, რათა ხელისუფლებაში თავი...
1795608470
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...
1795606485
ახალი ამბებითამაზ ბორაშვილი: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ
„საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა და ამ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთ...































