ირაკლი ზარქუა – სააკაშვილს ბარამიძის მსგავსი ლაჩრები ჰყავდა და ამ ლაჩრებით ქართველი ხალხის დაჩაგვრა უნდოდა
„ბარამიძე არის შტერი, ამ ადამიანის განცხადებაზე სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბროთ, გონებაშეზღუდულია. სიგიჟე თქვა, იმის ნაცვლად, ამ სისულელის გამო ბოდიში მოეხადა, უფრო უარესი თქვა, ტყვეებს არა მხოლოდ ჯარისკაცები ხვრეტდნენ, არამედ მოსახლეობაცო“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ამას ქართველ ერზე ამბობს, რომელსაც მსოფლიოსთვის ვაჟკაცობის არაერთი მაგალითი მიუცია.
„ეს თქვა სააკაშვილის თავდაცვის მინისტრმა. აი, ასეთი ლაჩრები ჰყავდა და ამ ლაჩრებით ქართველი ხალხის დაჩაგვრა უნდოდა. არ გამოვრიცხავ, ეს შორს მიმავალი განცხადება იყოს, რომ მტრებს საშუალება მისცეს, თუ დასჭირდათ, საერთაშორისო არენაზე, საქართველოს წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ეს განცხადება გამოიყენონ. არ ვიცი, მსგავსი სიშლეგე. იმის ნაცვლად, ბოდიში მოეხადა და ეთქვა, სხვა რამეს ვგულისხმობდიო, უარესი თქვა, ტყვეებს მოხალისეებიც არ ინდობდნენო. მისი განცხადება მტრული დამოკიდებულებაა საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. ახლაც მავნებლობას აგრძელებენ, რომ ქვეყანა გააშავონ და მტერს საშუალება მისცენ, ქვეყნის წინააღმდეგ რაღაც არგუმენტები ჰქონდეთ. სააკაშვილი და მისი გუნდი მეხუთე კოლონაა. ეს ხალხი აგენტურაა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხან ერთ, ხან მეორე სახელმწიფოს ემსახურებოდა. ბარამიძემ საქართველოს „ესენგეში“ შესვლას და იქ დარჩენას მხარი დაუჭირა. ბარამიძე ლაჩარი, რიგითი ქართველია, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ არაერთი საქმე ჩაუდენია. სვანეთში მის მიერ დატრიალებული ტრაგედიები გახსოვთ? რუსებზე აღტაცებული საუბრობს, დისციპლინირებული ხალხი იყვნენ, თურმე, ისინი ტყვეებს კეთილშობილებით ექცეოდნენ და ჩვენ ვხვრეტდით. ეს ნაგვები გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოს ინტერესებს იცავენ. დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებაზე რეაგირება იქნება, რადგან არ შეიძლება, რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ეს არის მტრობა საკუთარი ქვეყნის, ჯარის, ხალხის. მგონია, რომ ამაზე შესაბამისი სტრუქტურები რეაგირებას მოახდნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
1786092749
ახალი ამბებიგიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდი...
1786091472
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა – ლუზერი სააკაშვილი კიდევ ბედავს და 2008 წლის ომზე ხმას იღებს, რუსების ინტერესებს ატარებდა, სტრატეგიული ობიექტები გადასცა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლას მხარი დაუჭირა
„2008 წელს, დაგვჩაგრეს, ტერიტორიები წაგვართვეს, ხალხი დაგვიხოცეს, ამაზე დასავლეთს არც რეაგირება ჰქონია და არც სანქცია დაუწესებია, აქაურებსაც ხმა არ ამოუღიათ“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომი...
1786091222
ახალი ამბებიპოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა, ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა. გელოვანის თქმით, მსგავსი განცხადებები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. „სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გ...
1786089757
ახალი ამბები2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვ...
1786088805
ახალი ამბები23-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ის, რაც გიორგი ბარამიძემ თქვა არ მომხდარა, ხელი არ უხლიათ არავისთვის, გადაცვლა მაშინ ტყვეების არ იყო და კი არ გადავცვალეთ, ჩავაბარეთ უბრალოდ
„ომის პირველი დღიდან ვიცი რა, სად, როგორ ხდებოდა. ასეთი რაღაც, რაც იმან თქვა [გიორგი ბარამიძემ] მე ყოველ შემთხვევაში, სადაც ვიყავი არასდროს არ მომხდარა“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ 23-ე ბატალიონის ყოფი...































