გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდიის გუნდმა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გადასცა. მეორე ადგილი - თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდმა, მესამე ადგილი კი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის გუნდმა დაიკავა. მათ შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიამდე, პარაკალათბურთში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის შეჯიბრებაც გაიმართა.

ჩემპიონატის დახურვისა და დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და ქალაქ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი დაესწრნენ.

ტურნირში 19 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში ჩატარდა, ხოლო საფინალო ასპარეზობას ქალაქ ქუთაისში „შენგელია არენამ“ უმასპინძლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3X3 კალათბურთში“ ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველ წელს ტარდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786087057

ახალი ამბები

ბოლო 7 თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შ...

ბოლო 7 თვის მონაცემებით,

1786086844

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინეს. სისხლისსამ...

საგამოძიებო სამსახურმა

1786086726

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცი...

პროკურატურა

1786085022

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

აჭარის პოლიცია

1786084732

ახალი ამბები

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გამოძალვის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფო...

პროკურატურა