კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯბოქსი“, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, ანტირუსული რიტორიკა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებში არა აგვისტოს ომის შემდეგ, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.

„ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, დაიღუპნენ ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ მძიმე დღეების მიუხედავად, ყვავილებით ხელში ხვდებოდნენ რუს ტურისტებს. გავიხსენოთ ელენე ხოშტარიას, მიშა მშვილდაძის განცხადებები, როგორ მიესალმებოდნენ რუსების შემოსვლას საქართველოში, ოფიციალურად გაგზავნილი წერილებით სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის. მაშინ არ იყო აგვისტოს ომი მსოფლიოსთვის რეზონანსული ომი, რომ აეგორებინათ რუსების წინააღმდეგ ის კამპანია, რასაც დღეს ვხედავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786092749

ახალი ამბები

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდი...

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი

1786091472

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა – ლუზერი სააკაშვილი კიდევ ბედავს და 2008 წლის ომზე ხმას იღებს, რუსების ინტერესებს ატარებდა, სტრატეგიული ობიექტები გადასცა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლას მხარი დაუჭირა

„2008 წელს, დაგვჩაგრეს, ტერიტორიები წაგვართვეს, ხალხი დაგვიხოცეს, ამაზე დასავლეთს არც რეაგირება ჰქონია და არც სანქცია დაუწესებია, აქაურებსაც ხმა არ ამოუღიათ“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომი...

ირაკლი ზარქუა

1786091222

ახალი ამბები

პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა, ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა. გელოვანის თქმით, მსგავსი განცხადებები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. „სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გ...

მაიზერ გელოვანი

1786089757

ახალი ამბები

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვ...

მთლიანი საერთაშორისო რეზერვები

1786088805

ახალი ამბები

23-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ის, რაც გიორგი ბარამიძემ თქვა არ მომხდარა, ხელი არ უხლიათ არავისთვის, გადაცვლა მაშინ ტყვეების არ იყო და კი არ გადავცვალეთ, ჩავაბარეთ უბრალოდ

„ომის პირველი დღიდან ვიცი რა, სად, როგორ ხდებოდა. ასეთი რაღაც, რაც იმან თქვა [გიორგი ბარამიძემ] მე ყოველ შემთხვევაში, სადაც ვიყავი არასდროს არ მომხდარა“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ 23-ე ბატალიონის ყოფი...

დათო ღვინჯილია