კახა კალაძე: იუმორი მისაღებია, მაგრამ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია

„არ მესმის, რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და დღემდე მოგვიყვანა მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იუმორისტული შოუების გაკეთება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, როდესაც მას იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა.

მისი თქმით, იუმორი მისაღებია, მაგრამ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება ქვეყნის წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია.

„ვისია ეს „მითების დეტექტორი“? ვინ გამოავლინა ან საიდან ფინანსდებიან? ხომ ვიცით, მსგავსი ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან. იუმორი მისაღებია და ყველას მოსწონს, როცა ადამიანი კარგად ხუმრობს, მაგრამ ეს ვითომ რაღაც იუმორისტული შოუები, ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება თუნდაც ჩვენი წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია. არ მესმის, რატომ უნდა გადავდგათ მსგავსი ნაბიჯები მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება ხუმრობა და იუმორისტული შოუების გაკეთება. რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და რამაც დღემდე მოგვიყვანა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი გარედან თავსმოხვეული და დაფინანსებულია. ეს კონკრეტული ორგანიზაციები და ადამიანები ებრძვიან ჩვენ სარწმუნოებას, კულტურას, წარსულს, აწმყოს. ისინი ებრძვიან იმას, რაზეც დგას ქართული ერი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რომ „მითების დეტექტორის“ მტკიცებით, იუმორისტის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციები დაფინანსებული იყო, კახა კალაძის თქმით, ეს იყო საზოგადოების რეაქცია.

„რა არის დაფინანსებული, ის, რომ როცა ქვეყნის კულტურას, წარსულს აყენებენ შეურაცხყოფას და ამაზე საზოგადოების ნაწილს აქვს რეაქცია? სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ შეურაცხყოფა მიაყენო სხვას ან ქვეყანას ან ამას ჰქონდეს ძალადობრივი ფორმა. ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ადამიანს შეუძლია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ეს უნდა იყოს კულტურულ ფარგლებში, არა ბილწსიტყვაობითა და შეურაცხყოფით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786092749

ახალი ამბები

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდი...

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი

1786091472

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა – ლუზერი სააკაშვილი კიდევ ბედავს და 2008 წლის ომზე ხმას იღებს, რუსების ინტერესებს ატარებდა, სტრატეგიული ობიექტები გადასცა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლას მხარი დაუჭირა

„2008 წელს, დაგვჩაგრეს, ტერიტორიები წაგვართვეს, ხალხი დაგვიხოცეს, ამაზე დასავლეთს არც რეაგირება ჰქონია და არც სანქცია დაუწესებია, აქაურებსაც ხმა არ ამოუღიათ“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომი...

ირაკლი ზარქუა

1786091222

ახალი ამბები

პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა, ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა. გელოვანის თქმით, მსგავსი განცხადებები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. „სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გ...

მაიზერ გელოვანი

1786089757

ახალი ამბები

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 7.53 მლრდ აშშ დოლარს, მიაღწია. თვის ჭრილში საერთაშორისო რეზერვ...

მთლიანი საერთაშორისო რეზერვები

1786088805

ახალი ამბები

23-ე ბატალიონის ყოფილი მეთაური გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ის, რაც გიორგი ბარამიძემ თქვა არ მომხდარა, ხელი არ უხლიათ არავისთვის, გადაცვლა მაშინ ტყვეების არ იყო და კი არ გადავცვალეთ, ჩავაბარეთ უბრალოდ

„ომის პირველი დღიდან ვიცი რა, სად, როგორ ხდებოდა. ასეთი რაღაც, რაც იმან თქვა [გიორგი ბარამიძემ] მე ყოველ შემთხვევაში, სადაც ვიყავი არასდროს არ მომხდარა“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ 23-ე ბატალიონის ყოფი...

დათო ღვინჯილია