მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა.

შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

კომისიას ყირგიზეთის მხრიდან თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი ბაკიტ სიდიკოვი.

მარიამ ქვრივიშვილმა გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ყირგიზეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი ნათლად ასახავს თანამშრომლობის მზარდ დინამიკას.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ცენტრალური აზიის რეგიონთან, მათ შორის ყირგიზეთის რესპუბლიკასთან პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

მინისტრის თქმით, სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო მზად არის, უზრუნველყოს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობა და გახდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის გასასვლელი ცენტრალური აზიის რეგიონისთვის.

მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსა და საინვესტიციო პოტენციალზე.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ აზიასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცებაში შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს სტრატეგიულ ინვესტიციებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ავითარებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

სხდომაზე მაღალი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში, მათ შორის ისეთ რეგიონულ ფორმატებში, როგორიცაა TRACECA და CAREC - ის პროგრამები.

ამასთანავე, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის როლს, ასევე, აღინიშნა, რომ ყირგიზეთი წარმოადგენს პერსპექტიულ და სულ უფრო მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს საქართველოსთვის, საიდანაც ვიზიტორთა ნაკადი მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

ამასთან, ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სექტორში, როგორიცაა სამოქალაქო ავიაცია.

კომისიის სხდომა ოქმზე ხელმოწერით დასრულდა.

სხდომაში საქართველოს მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი მონაწილეობდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781187311

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო

უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ ამ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო, - განაცხადა გადაცემაში „დღი...

გიორგი ვოლსკი

1781186728

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი - სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს, ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს

„სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი...

გიორგი ვოლსკი

1781185917

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: ბრიუსელის პოლიტიკა შანტაჟსა და მუქარას ეფუძნება, რომ ხალხი დასაჯონ, ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი არიან

„ჩვენ ხომ დაგვსაჯეს, როცა დიპლომატიური პასპორტები გაგვიუქმეს, ვიზებს ვიღებთ, თუ რიგში დგომა დაგვჭირდება, ეს არ არის პრობლემა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი...

ირაკლი ზარქუა

1781184871

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც თბილისს ევროკავშირთან დააკავშირებს - ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმისთვის, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ

„1-ელი ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარს ახალი საჰაერო ხაზი ემატება - რუმინული კომპანია Dan Air ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ორ დედაქალაქს ერთმა...

თამარ იოსელიანი

1781184319

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და...

საგამოძიებო სამსახურ