მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.
მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის.
„ორი მიმართულებით მიმდინარეობს პროცესი: ერთი მხრივ, ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს პროგრესს არალეგალური მაინინგის გამოვლენის ფაქტების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ოპერატორთან, რომელთან ერთადაც ვსაზღვრავთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკს იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ და ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი, უპირველესად, სვანეთისთვის და ზოგადად, მთელი საქართველოსთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენა, რადგან არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე.
„საქართველოს მთავრობამ საკმაოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც, ერთი მხრივ თქვა, რომ შენარჩუნდება არსებული სატარიფო პოლიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის მოხმარების ზედა ზღვრის არსებობის მოწესრიგებას იმისთვის, რომ გავმიჯნოთ საჭიროება, რომელიც უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას აქვს, ასევე სასტუმროებს, განთავსების ობიექტებსა და სხვა ბიზნესს მეწარმეებს, მაგრამ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცალსახად გასამიჯნია ელექტროენერგიის ის არალეგალური და უკანონო მოხმარება, რომელიც, თავის მხრივ, მაინინგს გულისხმობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
1781187311
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო
უპირველეს ყოვლისა, უკვე აშკარა გახდა, რომ ამ პროქსი ომში საქართველოს ჩართულობის თემა არათუ მოიხსნა დღის წესრიგიდან, პირიქით, უფრო გამწვავდა და უფრო სერიოზული ფორმები მიიღო, - განაცხადა გადაცემაში „დღი...
1781186728
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი - სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს, ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს
„სააკაშვილს ხისტი მოთხოვნები აქვს, ყველას დამორჩილებასა და დაქვემდებარებას ითხოვს. ის იგივეა, უბრალოდ, ახლა მოქმედებისთვის ბერკეტები არ აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი...
1781185917
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: ბრიუსელის პოლიტიკა შანტაჟსა და მუქარას ეფუძნება, რომ ხალხი დასაჯონ, ევროპული ღირებულებებისგან დაცლილი არიან
„ჩვენ ხომ დაგვსაჯეს, როცა დიპლომატიური პასპორტები გაგვიუქმეს, ვიზებს ვიღებთ, თუ რიგში დგომა დაგვჭირდება, ეს არ არის პრობლემა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი...
1781184871
საზოგადოებათამარ იოსელიანი: ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც თბილისს ევროკავშირთან დააკავშირებს - ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმისთვის, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ
„1-ელი ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარს ახალი საჰაერო ხაზი ემატება - რუმინული კომპანია Dan Air ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ორ დედაქალაქს ერთმა...
1781184319
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და...





























