ირაკლი ზარქუა ვიზალიბერალიზაციაზე: შანტაჟი გრძელდება საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ეს არახალია

„შანტაჟი გრძელდება საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ეს არახალია“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, კითხვა აქვს, რა კავშირია ვიზალიბერალიზაციასა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან.
„შანტაჟი გრძელდება საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ეს არახალია. თქვენ გახსოვთ, მათ შორის, არჩევნებამდე, ოქტომბრის არჩევნები როდესაც გაიმართა საპარლამენტო, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა პერიპეტიები გამოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატ სახელმწიფოსთან მიმართებით უპირატესობა გვქონდა, მათ შორის, მათ მიერ შეფასებაში, ევროკავშირის, კომისიების და ა.შ. საერთაშორისო ორგანიზაციების, მაინც ერთო წლის დაგვიანებით მოგვცეს.
შემდეგ იყო, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციას წაგართმევთ, არ წაგართმევთ. ეს მუქარა დღემდე გრძელდება.
ახლა ახალი მოიგონეს. რომ ვერაფერს ვერ ჩასწვდნენ. თავიანთი ექსპერტების, კომისიების მიერ დადგენილია, საქართველო ლიდერია არამხოლოდ კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, კარგი მმართველობით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით. მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუციების ნდობის რეიტინგში. ნატოს 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ, ევროკავშირის 9 თუ 11 სახელმწიფოს. ანუ, ის მოცემულობა გვაქვს, სადაც ორმაგი სტანდარტი არის დღესავით ნათელი და ამას აგრძელებენ.
ახლა ახალი მოიგონეს, რომ 31 აგვისტომდე გვაქვს ვადა მოცემული, რომ თურმე ვიზალიბერალიზაციას შეგიწყვეტთ, თუ ოჯახური ღირებულებების კანონს არ გააუქმებთო. კითხვა გვაქვს, ჯერ დაგვიმტკიცეთ რა ბმა აქვს ერთს მეორესთან და შემდეგ ვიმსჯელოთ, კი ბატონო. სად ვიზალიბერალიზაცია და სად ოჯახური ღირებულებები და რა არის აქ ჩამონათვალი, რომ ლგბტ წყვილს არ მიეცეს შვილად აყვანის უფლება. მეორე, რომ არ მივცეთ ქორწინების საშუალება, რაც საბერძნეთს დამართეს. ეს უძველესი ცივილიზაციის, ისტორიის, წარსულის მქონე სახელმწიფო ჯერ ვალებში ჩააგდეს და შემდეგ აიძულეს ეს. ყოველდღე ტრაგედიებია. მე იქ ვიყავი. დიასპორის კომიტეტის სტატუსით მე შევხვდი ჩვენს მოქალაქეებს და ისინი მომიყვნენ რა ტრაგედიები ხდება იქ, რა დაპირისპირებები საზოგადოებაში. ჩვენ ვთქვით, რომ ლგბტ პროპაგანდა ბაღებსა და სკოლებში არ უნდა იყოს.
მაინტერესებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს ვკითხავდი, რა ბმა აქვს ვიზალიბერალიზაციას ჩემს მიერ ჩამოთვლილთან.მეორე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი გააუქმეთო. კითხვა ისმის, რატომ? თქვენს სახელმწიფოებში თუ არის ეს კიდევ უფრო გამკაცრებულ ფორმატში და ფორმაში. აშშ-ში „ფარა“ მიიღეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. აღარ არის საბჭოთა კავშირი და დღემდე არის, უფრო მკაცრ ფორმებში. თუ იქ არის, ევროკავშირში არის, თუ საფრანგეთის სენატმა მიიღო, მე რატომ არ უნდა მივიღო, გამაგებინეთ. მით უმეტეს, მაგალითი გვაქვს. USAID რომ გვეგონა კარგ საქმეებს აკეთებდა, თვითონ, ამერიკელი ხალხის ფული ბოროტ საქმეს ემსახურებოდაო. ტრამპმა აბრაც კი გააუქმა. ის კი არა, რომ ცვლილებები შეიტანა, აბრაც კი გააუქმა და ისე დახურა, ისეთ სიბოროტეებს აფინანსებდა. ჰოდა, როდესაც ეს მაგალითი გვაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ, როდესაც ყველას აქვს ინტერესი, არა მხოლოდ რუსეთს, ჩრდილოეთ მეზობელს, სამხრეთი, დასავლეთი, აღმოსავლეთი. ყველას აქვს ინტერესი, რომ საქართველო თავის გავლენის ქვეშ იყოს და ამ მოცემულობაში, როდესაც აქ ამდენი აგენტურაა ჩაბმული, ადგილობრივი უსამშობლოები, ცალკეული სახელმწიფოების წარმომადგენლები, გამჭვირვალობის კანონით რას ვეუბნებით, რაში ხარჯავთ ფულს და ვინ გაფინანსებს. ეს არის, მეტი არაფერი. ის, რაც თავიანთ ქვეყნებში მისაღებია, ჩვენთან რატომ არის მიუღებელი?“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
1756373614
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სიჩუმეს ამჯობინებს საქართველოსთან მიმართებით, რაც ეჭვს იწვევს, ამიტომ ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ - რატომ?
USAID-ს, რა თქმა უნდა, საკუთარი პოლიტიკური მიზნები ვერ ექნებოდა, ის იყო ინსტრუმენტი „დიფ სტეიტის“ ხელში. USAID, NED, მსგავსი ორგანიზაციების ხელით აღსრულდებოდა „დიფ სტეიტის“ პოლიტიკა. განსაკუთრებულად ე...
1756372440
ახალი ამბებიდეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ღვთისმშობლის მიძინების დღე გამორჩეულია, მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს ავედრებს
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ში...
1756370411
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტრამპის პოლიტიკას დიდი ხანია ესატყვისება და აცხადებს, რომ USAID-დან თანხები რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა, დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ბევრ კითხვას ბადებს
„პროკურატურა დგამს სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს საბოტაჟის გამოსაძიებლად“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც არასამთავრ...
1756368616
ახალი ამბებითინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია...
1756367102
ახალი ამბებიცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში
4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესის გამა...