ლევან მაჭავარიანი - სალომე ზურაბიშვილი ძალიან არათანმიმდევრული გახდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს

„სალომე ზურაბიშვილი ძალიან არათანმიმდევრული გახდა, ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციაში საკუთარი როლი დაკარგა.

„ქალბატონ ზურაბიშვილს აბსოლუტურად დაკარგული აქვს როლი იმ რადიკალურ ოპოზიციაში, რომლისთვისაც ერთი წლის წინ ლიდერს წარმოადგენდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გაშიფვრა ძალიან რთულია. ჯერ ქარტიაზე საუბრობდა და ოპოზიციიდან აბსოლუტურად ვერავინ ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი. შემდეგ იყო პარალელური თუ ალტერნატიული პარლამენტი, ალტერნატიული მთავრობა, შემდეგ რაღაც ერთობა, ასეთი ტიპის განცხადებების გაშიფვრა ფიზიკურად შეუძლებელია და დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ აქვს კარგად წარმოდგენილი, რაზე საუბრობს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა: „მივმართავ პარტიებს, რომლებიც თამაშობენ რაღაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, სად ვართ, ვინმე დავარწმუნეთ, რომ ეს არჩევნები რამეს შეცვლის ან ვინმე რამეს მიაღწევს?“. მისივე თქმით, დღევანდელი ამოცანა არის ქვეყნის მომავლის გადარჩენა და ეს არის მისი გზავნილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756372440

ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ღვთისმშობლის მიძინების დღე გამორჩეულია, მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს ავედრებს

მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ში...

დეკანოზი გიორგი სანამაშვილი

1756370411

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტრამპის პოლიტიკას დიდი ხანია ესატყვისება და აცხადებს, რომ USAID-დან თანხები რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა, დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ბევრ კითხვას ბადებს

„პროკურატურა დგამს სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს საბოტაჟის გამოსაძიებლად“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც არასამთავრ...

დავით მათიკაშვილ

1756368616

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია...

თინათინ რუხაძე

1756367102

ახალი ამბები

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში

4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესის გამა...

ცენტრალური საარჩევნო კომისია

1756365300

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - „შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტ...

მარიამ ქვრივიშვილი