თენგიზ შარმანაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სიჩუმეს ამჯობინებს საქართველოსთან მიმართებით, რაც ეჭვს იწვევს, ამიტომ ჩვენ ამ კითხვას ვსვამთ - რატომ?

USAID-ს, რა თქმა უნდა, საკუთარი პოლიტიკური მიზნები ვერ ექნებოდა, ის იყო ინსტრუმენტი „დიფ სტეიტის“ ხელში. USAID, NED, მსგავსი ორგანიზაციების ხელით აღსრულდებოდა „დიფ სტეიტის“ პოლიტიკა. განსაკუთრებულად ეჭვს იწვევს და არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამერიკის ხელისუფლება აღიარებს, რომ ეს ორგანიზაციები ამ თანხებს ხარჯავდნენ არაკანონიერად ხელისუფლებების დასამხობად, უცხო ქვეყნებში, არა მხოლოდ უცხო ქვეყნებში ამერიკაშიც კი, ამასაც აღიარებენ, საქართველოზე რატომღაც ჩუმად არიან, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
შარმანაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში, რაც აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, ტრამპის ადმინისტრაცია დუმს და არაფერს ამბობს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, რაც კითხვებს აჩენს ქართული მხარისთვის.
„საქართველოზე რატომღაც არაფერს ამბობენ, რომ იგივე პროცესები საქართველოშიც ხდებოდა. იგივე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რატომღაც სიჩუმეს ამჯობინებს, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს. ერთი ერთში იგივე პროცესები ხდებოდა, ზუსტად იგივე ნეგატიური პროცესები ფინანსდებოდა ამ ორგანიზაციებისგან საქართველოში და მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების მიმართ ამბობენ ამას, რომ ეს არასწორი იყო, ჯერ ერთი სიტყვა არ უთქვამთ საქართველოს მიმართ, ახალ ხელისუფლებასაც კი. ამიტომ ჩვენ ამ კითხვებს ვსვამთ და დავსვამთ - რატომ?“ - აცხადებს შარმანაშვილი.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, USAID-ის ტიპის ორგანიზაციები ეწოდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს საქართველოში, რაც გახდა სამართლებრივი საფუძველი პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებისა.
„USAID-ის ტიპის ორგანიზაციები კონკრეტულ პარტიებსაც აფინანსებდნენ, თქვენ გახსოვთ ზოგიერთი მადლობასაც კი უხდიდა არჩევნებში გაწეული დახმარებისთვის. მერე ვეღარ განსაზღვრეს, რომ ამის ხმამაღლა თქმა არ შეიძლებოდა, რაც პირდაპირ არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოში. აი ამით არის გამოწვეული გამოძიება საბოტაჟსა და სხვა ნამოქმედარზე, იმიტომ რომ, უამრავი დარღვევა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც დანაშაულია, რაიმე სპეციფიური კი არ არის საქართველოსთვის. ასეთი ტიპის ქმედებები ყველა ქვეყანაში დანაშაულია.
რაც შეეხება ახალი ადმინისტრაციის რეაგირებას ამ საკითხებზე, როდესაც სხვა ქვეყნების მიმართ ასახელებენ, რომ ეს დესტრუქციული ქმედებები ფინანსდებოდა ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ ასეთ ქმედებებზეც რაღაცას იტყვიან და დაგმობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ეს კითხვები უფრო გაგვიმძაფრდება და ცოტა ეჭვებიც უფრო გაგვიმძაფრდება ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
1756372440
ახალი ამბებიდეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ღვთისმშობლის მიძინების დღე გამორჩეულია, მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს ავედრებს
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ში...
1756370411
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტრამპის პოლიტიკას დიდი ხანია ესატყვისება და აცხადებს, რომ USAID-დან თანხები რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა, დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ბევრ კითხვას ბადებს
„პროკურატურა დგამს სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს საბოტაჟის გამოსაძიებლად“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც არასამთავრ...
1756368616
ახალი ამბებითინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია...
1756367102
ახალი ამბებიცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში
4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესის გამა...
1756365300
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - „შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტ...