ლევან მაჭავარიანი: ჩვენთვის გასაკვირია აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ

„ეს არის მორიგი აღიარება, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე თითქმის 4 წლის განმავლობაში. USAID-თან მიმართებით ყველაფერი აშკარაა და ამაზე ტრამპის ადმინისტრაციაც ღიად საუბრობს და ქალბატონმა პაუერმაც ეს ყველაფერი დაადასტურა“, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა USAID-ს ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადება, რომ ორგანიზაციამ ათობით მილიონი დოლარი დახარჯა უკრაინასა და მოლდოვაში.
მაჭავარიანის განცხადებით, იმ ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია ამაზე საუბრობს და დონალდ ტრამპის პოლიტიკურ ხედვებთან აბსოლუტური თანხვედრა აქვს ყველა საკითხში, გასაკვირია აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით.
მისი თქმით, მინიმალური მადლიერების ნაცვლად მიღებული დუმილი, მმართველ გუნდში ლოგიკურ კითხვებს აჩენს.
„პაუერმა დაადასტურა, რომ მათი დაფინანსებული „ენჯეოები“ ერთი მხრივ, სხვადასხვა ქვეყნებში მათთვის მისაღები მთავრობების მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაში იყვნენ ჩართულები - ისეთი მთავრობების, რომლებიც ემსახურება „დიფ სტეიტს“ და მეორე მხრივ, ისეთი მთავრობების ხელისუფლებიდან ჩამოშორებით იყვნენ დაკავებულები, რომლებიც არ ემსახურებიან „დიფ სტეიტის" ინტერესებს.
საქართველოს მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ, ამ შემთხვევაში, ისეთ მთავრობებზეა საუბარი, რომელიც ეროვნულია, ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტზე და გამოდის ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან. ამასთან დაკავშირებითაც, ძალიან რელევანტურია ის გამოძიება, რაც პროკურატურაშია დაწყებული მდიდარ „ენჯეოებთან“ მიმართებით, ვგულისხმობ იმ 7 „ენჯეოს“, რომლებსაც ანგარიშები აქვთ დაყადაღებული. ერთადერთი, ჩვენთვის გასაკვირია ამ ყველაფრის ფონზე აშშ-ის ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერში თანხვედრა გვაქვს, მაშინ, როდესაც ამ და სხვა მიმართულებაშიც ბატონი ტრამპის მხარდამჭერები ვიყავით და ვართ. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ მინიმალურ მადლიერებას ველოდით და სამწუხაროდ, ჯერჯერობით აბსოლუტური დუმილია, რაც ლოგიკურ კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენს გუნდში“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1756372440
ახალი ამბებიდეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის ღვთისმშობლის მიძინების დღე გამორჩეულია, მისი უწმინდესობა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით დედა ღვთისმშობელს ავედრებს
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი ში...
1756370411
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ტრამპის პოლიტიკას დიდი ხანია ესატყვისება და აცხადებს, რომ USAID-დან თანხები რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა, დუმილი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ბევრ კითხვას ბადებს
„პროკურატურა დგამს სამართლებრივად ძალიან სწორ ნაბიჯებს საბოტაჟის გამოსაძიებლად“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც არასამთავრ...
1756368616
ახალი ამბებითინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. მინისტრმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია...
1756367102
ახალი ამბებიცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში
4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. საარჩევნო პროცესის გამა...
1756365300
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - „შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტ...