ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური "112"-ი ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
ბაზრობის მიმართულებით შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორეაგირე ჯგუფები და დაიწყეს ქრობის აქტიური სამუშაოები.
მეხანძრე-მაშველების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ღია სივრცეში არსებულ მეორად საბურავებზე და ნარჩენებზე.
არსებობდა ცეცხლის გვერდით მდებარე სასაწყობე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება.
ამ დროისთვის, ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავის დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 15 ჯგუფი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1790230473
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყო...
1790229821
საზოგადოებაირაკლი შატაკიშვილი მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა აღკვეთილი იყო მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი, მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება. „ხელოვნების თუ კულტურის სფეროში...
1790229726
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა
„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თ...
1790228552
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის მი...
1790226847
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს სიტყვით მიმართავს. ოკუპაცია, როგორც მთავარი გამოწვევა, ეკონომიკური მდგომარეობა და საერთაშ...


























