იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - ლევან ნემსაძესა და მიხეილ ჯინჯოლიას მოუსმინა.
კანდიდატების მოსმენამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სრულად შესაბამისობაშია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლევან ნემსაძეს 14-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და იგი 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციას იკავებს.
მიხეილ ჯინჯოლიას სამუშაო გამოცდილება ასევე 14 წელია. იგი 2023 წლის 1-ელ დეკემბერს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა, 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა გასაუბრების პროცესში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ორივე კანდიდატს მხარი დაუჭირეს.
1760109775
მსოფლიოისრაელის პრემიერის ოფისი: ნობელის კომიტეტი მშვიდობაზე საუბრობს - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მშვიდობას რეალობად აქცევს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნორვეგიის ნობ...
1760107862
ახალი ამბებიპროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა. შინაგ...
1760106192
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა
10 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა პროფესიულ დღეს აღნიშნავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის...
1760104863
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ბაჩო ახალაიაზე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპა...
1760102884
ახალი ამბებისამეგრელოში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა - დაშავებულია არასრულწლოვანი გოგო
სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგო დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...