მიხეილ ყაველაშვილი: მოქალაქეთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ვართ სუვერენული ქვეყანა, თუმცა არსებობენ ძალები, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ისინი საქართველოს პროექტად განიხილავენ

 აბსურდია საუბარი, თითქოს პრეზიდენტის სასახლის ღობე შეგნებულად სუსტად დახვდათ გადამტრიალებლებს და ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, რამდენიმე დღე გავიდა და ყველას კარგად ესმის, რომ მსგავსი შეფასება არც ლოგიკას ემყარება და არც რაციონალურ აზროვნებას.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა კითხვას, „როგორ ესახება იმ გამოწვევის, თუ პრობლემის მოგვარება, როდესაც მოქალაქეების ნაწილი კატეგორიულ უარს აცხადებს არსებული რეალობის დანახვაზე და ამ რეალობას აღიქვამს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი რაკურსით“.

„არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გაურბის რეალობას. მათ საკუთარი შეხედულებები აქვთ, რომლებიც არსებულ ფაქტობრივ რეალობას არ შეესაბამება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვიტა, იყოს დამოუკიდებელი, აწარმოებს ეროვნული ნიადაგზე დაფუძნებულ პოლიტიკას, სადაც ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დგას, ყველას ესაუბრება კორექტულად, მაგრამ თანასწორად და სთხოვს გარშემომყოფებსაც, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, მის ხელისუფლებას და სუვერენიტეტს.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რაზეც ჩვენ პრეტენზია გვაქვს – ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, რომელსაც სურს კიდევ უფრო გაძლიერება. სამწუხაროდ, არსებობს მეორე მოცემულობაც. ძალები, რომლებსაც სხვადასხვა სახელს ვარქმევთ: „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“. ეს ძალები ჩვენს ქვეყანას განიხილავენ, როგორც პროექტს. პროექტი „საქართველო“, რომელსაც კონკრეტული ვალდებულებები აქვს ამ პროცესებში. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს როლი უნდა იყოს განსხვავებული. არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტის ინსტრუმენტად გვევლინებიან, დავალებებს იღებენ და მოქმედებენ ამ დავალებების შესაბამისად.

ამ ადამიანებს ნამდვილად არ უნდა უჭირდეთ რეალობის აღქმა და შეფასება, მაგრამ რადგან ისინი დავალებული არიან ამ პროექტის შემქმნელებისგან, იძულებული არიან, ასე იმოქმედონ. მოვლენებს ამ პრიზმით თუ შევხედავთ, ალბათ, არ გაგვიჭირდება ყველაფრისთვის სახელის დარქმევა.

დღეს არის ორი მოცემულობა. პირველი, სადაც, საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლება და მოქალაქეთა უმრავლესობა ერთად არიან ამ პროცესში, ერთად იცავენ სახელმწიფოს, ეროვნულ ინტერესებსა და დამოუკიდებლობას და ასევე სურს, მათთან ითანამშრომლოს პარტნიორებმა თუ კეთილისმსურველმა სახელმწიფოებმა. და მეორე – პროექტი, რომელიც წლებია, არსებობს და მისი საშუალებით არსებობენ ჩვენთან ე.წ. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760109775

მსოფლიო

ისრაელის პრემიერის ოფისი: ნობელის კომიტეტი მშვიდობაზე საუბრობს - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მშვიდობას რეალობად აქცევს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნორვეგიის ნობ...

ნეთანიაჰუ და ტრამპი

1760107862

ახალი ამბები

პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა. შინაგ...

პროკურატურა

1760106192

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა

10 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა პროფესიულ დღეს აღნიშნავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის...

მარიამ ქვრივიშვილი

1760104863

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ბაჩო ახალაიაზე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპა...

დავით მათიკაშვილი

1760102884

ახალი ამბები

სამეგრელოში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა - დაშავებულია არასრულწლოვანი გოგო

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგო დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...

პოლიცია