ნინო ნადირაძე: გიორგი ჩახუნაშვილი ჩემი კლინიკის თანამშრომლებს მარხავდა ცოცხლად, რომ დასაჭერები, მკვლელები და მოსაკლავები ვიყავით, როცა მიშა „კვდებოდა“ და თვითონ რომ შეეხო, იქ ატყდა ერთი ამბავი, ამიტომ ემპათიის განცდა ამ კაცის მიმართ არ მაქვს

„არ მჯერა, რომ კოლეგიალურობის თვალსაზრისით იყო ეს გაჩაღებული, ეს, ასევე, იყო პოლიტიკური. რატომ ვიძახი, რომ არ მჯერა თანადგომის, ეს თემის ასაგორებლად მშვენივრად გამოდგებოდა, ექიმის დაჭერა არ შეიძლება და ა.შ. მე რატომ მიჭერდნენ?“, - ასე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე საზოგადოების ნაწილის რეაქციას.
მისი განცხადებით, სამი წლის განმავლობაში, როდესაც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, სწორედ ჩახუნაშვილი, რამდენიმე ექიმთან ერთად, ნადირაძის და მისი კოლექტივის მიმართ გაუმართლებელ თავდასხმას აწარმოებდა და მათ დასაჭერებს და მკვლელებს ეძახდა.
„სამი წელი სულ მიჭერდა ეგ და მაგის ცოლი „ტვ პირველზე“ და სადაც წაეწეოდა, ეს კაცი ყველგან ეთერში იყო და ყველგან ჩემი კლინიკის თანამშრომლებს მარხავდა ცოცხლად, რომ დასაჭერები ვიყავით, მკვლელები და მოსაკლავები ვიყავით. ჩვენ, 600-კაციანი კოლექტივი, დასაჭერები ვიყავით და თვითონ რომ შეეხო, იქ ატყდა ერთი ამბავი და იქ ერთი-ორი სასიქადულო ექიმი ვინც იყო, რომელიც ასევე ისეთ გაუმართლებელ თავდასხმას აწარმოებდა ჩემზე, როცა მიშა „კვდებოდა“ და მე მკვლელი და მენგელე ვიყავი. ამიტომ მე არანაირი ემპათიის განცდა ამ კაცის მიმართ არ მაქვს, ექიმს ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ ისეთი შეურაცხყოფების კასკადი, თან ავადმყოფური ფანტაზიები იყო“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ Pos TV-ის ეთერში.
1760109775
მსოფლიოისრაელის პრემიერის ოფისი: ნობელის კომიტეტი მშვიდობაზე საუბრობს - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მშვიდობას რეალობად აქცევს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნორვეგიის ნობ...
1760107862
ახალი ამბებიპროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა. შინაგ...
1760106192
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა
10 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა პროფესიულ დღეს აღნიშნავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის...
1760104863
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ბაჩო ახალაიაზე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპა...
1760102884
ახალი ამბებისამეგრელოში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა - დაშავებულია არასრულწლოვანი გოგო
სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგო დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...