მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან ჩვენ უკან არის სამშობლო და ეროვნული ინტერესები

 იგივე ადამიანები, რომლებიც დღეს პროტესტის ქვეშ არიან გაერთიანებული, სამი წლის წინ ხელისუფლებისგან ითხოვდნენ, მოხალისეები გაგვეშვა უკრაინაში და სანქციებს შევერთებოდით, დღესაც იმავე ხალხთან და იმავე დაკვეთებთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება უკან არ დაიხევს.

„სამი წელი გავიდა და დღეს ხომ შეგვიძლია, კითხვა დავსვათ, რას აპროტესტებდნენ ის ადამიანები, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რომ გამოვიდნენ პარლამენტის წინ. ესენი იყვნენ მომღერლები, მედიცინის მუშაკები, მასწავლებლები, პროფესორები, სპორტსმენები, კულტურის მუშაკები. ხელისუფლებისგან ითხოვდნენ, მოხალისეები გაგვეშვა და სანქციებს შევერთებოდით. მოხალისეების გაშვება ნიშნავდა თუ არა ომში ჩართვას პირდაპირი მნიშვნელობით? სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გაუძლო აქციებსა და ზეწოლას, ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა – რომელიმე ქვეყნიდან მოხალისეების ომში გაშვება ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ერთვება ომში. ეს პასუხი ყველამ მოვისმინეთ. სად რევდნენ ქვეყანას? მეორე მოთხოვნა იყო სანქციებთან შეერთება. ჩვენ რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, ამას რა მოჰყვებოდა? ჩვენ ისედაც შეერთებული ვიყავით საერთო ძალისხმევას, რეზოლუციებს და იმ სანქციებს, რომლებიც არ აზარალებდა ჩვენს ქვეყანას. არაერთხელ შეაფასეს ექსპერტებმა და პრემიერ-მინისტრმა, რომ რასაც გვთხოვდნენ, ის რომ გაგვეკეთებინა, ჩვენი ეკონომიკა არა პლუს შვიდი პროცენტი, არამედ მინუსებში იქნებოდა. ვის შეეხებოდა ეს ყველაფერი? პატრიოტობასა და ამ ქვეყნის სიყვარულზე როცა საუბრობ, გამოდიხარ აქციაზე და ამას სთხოვ ხელისუფლებას, რა გიწოდოს შენ? დღესაც იმავე ხალხთან და იმავე დაკვეთებთან გვაქვს საქმე. ეს ინტერესთა კონფლიქტი ჯერჯერობით მიმდინარეობს. ჩვენ არ ვიხევთ უკან, შეუძლებელია, უკან დავიხიოთ, რადგან ჩვენ უკან სამშობლოა, ეროვნული ინტერესია. ჩვენი მხრიდან განსხვავებული პოზიციების გაჟღერება და განხორციელება შეუძლებელია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760109775

მსოფლიო

ისრაელის პრემიერის ოფისი: ნობელის კომიტეტი მშვიდობაზე საუბრობს - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მშვიდობას რეალობად აქცევს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნორვეგიის ნობ...

ნეთანიაჰუ და ტრამპი

1760107862

ახალი ამბები

პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 17 პირს წარუდგინა. შინაგ...

პროკურატურა

1760106192

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა

10 ოქტომბერს საქართველოს რკინიგზა პროფესიულ დღეს აღნიშნავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის...

მარიამ ქვრივიშვილი

1760104863

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ბაჩო ახალაიაზე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ბოლომდე ჩამოცილებული ნეგატიურ პროცესებს, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვენს ქვეყანაში ახორციელებდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპა...

დავით მათიკაშვილი

1760102884

ახალი ამბები

სამეგრელოში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა - დაშავებულია არასრულწლოვანი გოგო

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტში 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგო დაშავდა. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...

პოლიცია