იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა შეაჯამეს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობა, არჩევნების შემდგომი პერიოდი და საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ თავისი საქმიანობის განმავლობაში სულ განიხილა 30-მდე საკითხი, მათ შორის, როგორც პოლიტიკური გაერთიანებებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებები, ასევე მედიამონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი შესაძლო დარღვევები.

აღინიშნა, რომ პასუხისმგებელი უწყებების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, არც ერთ შემთხვევაში არ დადგინდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ასევე, არ დაფიქსირებულა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების შემთხვევები.

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს გაწეული შრომისთვის და ხაზგასმით აღნიშნა უწყებათაშორისი ფორმატის მნიშვნელობა, რომელიც საარჩევნო პროცესში ეფექტიან თანამშრომლობას უზრუნველყოფს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760356408

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - ტრაგიკული მდგომარეობაა, როდესაც ცდილობ ძალადობა გაამართლო იმით, რომ ღობე ისედაც მორყეული იყო

„გადაჭრილ ღობეზე საუბარი სასაცილოა, 3 ოქტომბერს ვიდექი, ქლიბით ხელში ვიყავი და სასახლის ღობეს ვქლიბავდი, სხვათა შორის, მთელი ღამე მოვანდომე, შემდეგ, მეგობრებიც დავიხმარე, მარტო ვერ მოვერიე და გადავქლი...

ლევან მაჭავარიანი

1760354664

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: კანონი ყველასთვის კანონია, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, ან კონკრეტულ პროფესიას, ინდულგენცია ვერ იქნება ვერანაირი პროფესია

კანონი ყველასთვის კანონია, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, ან კონკრეტულ პროფესიას, კანონი ყველასთვის არის თანასწორი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1760353279

ახალი ამბები

წალკაში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დადასტურდა - რა განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარ...

ძაღლის ცოფი

1760352383

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: „შულავერის კომიტეტის“ გასვლითი სხდომა ეწყობა სტრასბურგში, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს როგორც ჩანს აფინანსებს ევროკავშირი და მასში აქტიურად მონაწილეობს

როგორც ჩანს, „შულავერის კომიტეტის“ გასვლითი სხდომა ეწყობა სტრასბურგში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა სტრასბურგში დაგეგმ...

დავით მათიკაშვილი

1760350807

ახალი ამბები

სუსმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 5 სხვადასხვა ადგილას, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა - დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლ...

დაკავება