სუსმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 5 სხვადასხვა ადგილას, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა - დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, აჭარის რეგიონში ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა“, - განაცხადეს სუსში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შედეგად დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე.
კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, გატარებული ოპერატიულ/სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გამოვლინდა გარკვეული ტერორისტული აქტივობები. ტერორისტულ იდეოლოგიაზე ჩამოყალიბებული, ე.წ. „თექბირისტების“ ჯამაათის წევრებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უცხო ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებებით და სამომავლო ტერორისტული მიზნებისთვის, ჯამაათის სახით ჩამოაყალიბეს რადიკალურ-ექსტრემისტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ.
საქმეში არსებული ინფორმაციით, ხსენებული დაჯგუფების წევრები გეგმავდნენ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენიანი წევრების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით, გარკვეული პლაცდარმის მოწყობას, რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა/დაბინავებას, ლოგისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას.
დღეს დილით, გამთენიისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები, სამხედრო აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები და სხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ვალუტის ფულადი თანხა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1760347735
ახალი ამბებიპროკურატურამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს, ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს, ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება...
1760345663
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: 2026 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული
„2026 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 3 მილიარდი ლარით და ეს მატება არის ყველა მიმართულებით, როგორც ძალოვანი სტრუქტურების, ქვეყნის განვითარების, ას...
1760344650
ახალი ამბებიჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ84 (ხახმატი-ლებაი...
1760342899
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აშშ-ის ინტერესში არ არის „მეგობარი აქტი“ იყოს საქართველოსთან ურთიერთობების საფუძველი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თუ დავაკვირდებით„მეგობარ აქტთან“ და...
1760341109
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანი ნადარეიშვილი თამამად რომ გვიცხადებს, თუ როგორ ამაყობს, ბაჩო ახალაიას მეუღლე რომ არის და თეა ადეიშვილი, „ტვ პირველის“ პარტიული რუპორი, აპროტესტებს ბაჩო ახალაიას ბუად წარმოჩენას - აი, ეს არის ჩვენი საზოგადოების მახინჯი მოვლენა
„ანი ნადარეიშვილი თამამად რომ გვიცხადებს, თუ როგორ ამაყობს, ბაჩო ახალაიას მეუღლე რომ არის და თეა ადეიშვილი, „ტვ პირველის“ პარტიული რუპორი, აპროტესტებს ბაჩო ახალაიას ბუად წარმოჩენას — აი, ეს არის ჩვენი...