მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმის სექტორში მორიგი რეკორდული მაჩვენებლები არის სწორი პოლიტიკის და სწორი სამოქმედო გეგმის, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგი

„მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის ტურისტს უმასპინძლა, რაც სწორი პოლიტიკისა და სწორი სამოქმედო გეგმის, მათ შორის, მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგია“, - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2025 წლის ცხრა თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს - 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.9%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ტურისტის ოდენობა, საერთაშორისო ვიზიტორების - 5.6%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, 5.4%-იანი ზრდით 6.1 მილიონი შეადგინა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება მდგრადად, საკმაოდ დივერსიფიცირებულად და სტაბილურად, რაც ასევე ხელს უწყობს მარკეტინგული კამპანიები და ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ქმნის, მათ შორის, პირდაპირი რეისების დანიშვნისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის კუთხით.
„ვხედავთ, რომ მიმდინარე წელს განსაკუთრებული წარმატება გვაქვს ავიაციის სექტორში - დაგვემატა ახალი ავიაკომპანიები, ახალი მიმართულებები, რის შედეგადაც თანმიმდევრულად იზრდება ტურისტული ნაკადები ჩვენი სტრატეგიული, სამიზნე ქვეყნებიდან. პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, რეკორდულია ტურისტული ნაკადები ისეთი ქვეყნებიდან, საიდანაც შევძელით პირდაპირი ფრენების დამატება და შემოვიყვანეთ ახალი ავიაკომპანიები, მათ შორის, გამოვყოფდი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მაგალითად, საფრანგეთს და გერმანიას, ასევე ხაზგასასმელია ჩინეთი, ყურის ქვეყნები და ისრაელი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ასეთი პოლიტიკა ქმნის წარმატების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ტურიზმის ინდუსტრიაში.
„დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად წლის ბოლომდე მორიგი წარმატებები გვექნება ტურიზმის სექტორში, ვნახავთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს ჩვენ ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან მეტი შემოსავლების მიღებას, გააძლიერებს სექტორში ჩართულ თითოეულ მეწარმეს და ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
1760361471
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7111 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7117 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1760358742
ახალი ამბებიიუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა
იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა. იუსტიციის სამინისტროს ინფ...
1760356408
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ტრაგიკული მდგომარეობაა, როდესაც ცდილობ ძალადობა გაამართლო იმით, რომ ღობე ისედაც მორყეული იყო
„გადაჭრილ ღობეზე საუბარი სასაცილოა, 3 ოქტომბერს ვიდექი, ქლიბით ხელში ვიყავი და სასახლის ღობეს ვქლიბავდი, სხვათა შორის, მთელი ღამე მოვანდომე, შემდეგ, მეგობრებიც დავიხმარე, მარტო ვერ მოვერიე და გადავქლი...
1760354664
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კანონი ყველასთვის კანონია, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, ან კონკრეტულ პროფესიას, ინდულგენცია ვერ იქნება ვერანაირი პროფესია
კანონი ყველასთვის კანონია, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, ან კონკრეტულ პროფესიას, კანონი ყველასთვის არის თანასწორი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1760353279
ახალი ამბებიწალკაში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დადასტურდა - რა განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარ...