ნინო წილოსანი მარგუს ცაჰკნაზე: არაფრად ჩააგდო, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და ძირითადი მაგისტრალიდან 30 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას. ამის მიუხედავად ცდილობდა, საქართველოში გადატრიალების პროცესებში მიეღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე, რუსეთის მხარეს შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურის გამოჩენის ფაქტს ეხებოდა.
„მან არაფრად ჩააგდო, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია და ძირითადი მაგისტრალიდან 30 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას და დიდი საფრთხის წინაშეა ეს ქვეყანა, ამის მიუხედავად ცდილობდა, რომ საქართველოში არეულობისა და გადატრიალების პროცესებში მიეღო მონაწილეობა.
სამწუხაროა, როდესაც საკუთარი ქვეყნის სტანდარტის მინიმალური დოზითაც გადატანას ვერ ახერხებ სხვა ქვეყნის შემთხვევაში და როდესაც ბუნებრივია, რომ შენს ქვეყანას გულშემატკივრობ, რომ იყოს სიმშვიდე, მინიმუმ, სხვა ქვეყნის არეულობაში არ უნდა იღებდე მონაწილეობას“, - აღნიშნა წილოსანმა.
შალვა პაპუაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე, რუსეთის მხარეს შვიდი შეიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურე შენიშნეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სწორედ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ის ადამიანი, რომელიც საქართველოში, არეულობისა და გადატრიალების პროცესებში მონაწილეობდა.
1760361471
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7111 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7117 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1760358742
ახალი ამბებიიუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა
იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა. იუსტიციის სამინისტროს ინფ...
1760356408
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ტრაგიკული მდგომარეობაა, როდესაც ცდილობ ძალადობა გაამართლო იმით, რომ ღობე ისედაც მორყეული იყო
„გადაჭრილ ღობეზე საუბარი სასაცილოა, 3 ოქტომბერს ვიდექი, ქლიბით ხელში ვიყავი და სასახლის ღობეს ვქლიბავდი, სხვათა შორის, მთელი ღამე მოვანდომე, შემდეგ, მეგობრებიც დავიხმარე, მარტო ვერ მოვერიე და გადავქლი...
1760354664
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კანონი ყველასთვის კანონია, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, ან კონკრეტულ პროფესიას, ინდულგენცია ვერ იქნება ვერანაირი პროფესია
კანონი ყველასთვის კანონია, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას, ან კონკრეტულ პროფესიას, კანონი ყველასთვის არის თანასწორი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1760353279
ახალი ამბებიწალკაში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დადასტურდა - რა განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარ...