წალკაში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დადასტურდა - რა განცხადებას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს.
ლაბორატორიული კვლევით ცოფი დადასტურდა. სააგენტოს ვეტერინარებმა დაავადების კერაში მყისიერად დაიწყეს საკარანტინო ღონისძიებები - ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები, ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ფაქტის შესახებ ეცნობა ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურებს.
მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცხოველებში ცოფის 6 შემთხვევაა გამოვლენილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.
ამავდროულად, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხორციელდება უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოფის გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.
დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3761-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, ასევე, მხარი დაუჭირონ პროგრამას, რომელიც უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლს ისახავს მიზნად, რათა თავიდან ავიცილოთ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს.
1760350807
ახალი ამბებისუსმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 5 სხვადასხვა ადგილას, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა - დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლ...
1760350333
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი...
1760347735
ახალი ამბებიპროკურატურამ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს, ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს, ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება...
1760345663
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: 2026 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული
„2026 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 3 მილიარდი ლარით და ეს მატება არის ყველა მიმართულებით, როგორც ძალოვანი სტრუქტურების, ქვეყნის განვითარების, ას...
1760344650
ახალი ამბებიჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ84 (ხახმატი-ლებაი...