ცესკოს თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრა ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
ახალგაზრდებთან შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თორნიკე შუბითიძემ გახსნეს.
არჩევნები და ახალგაზრდების როლი, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება- საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა, დეზინფორმაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია რომლებზეც ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს პირადად მიაწოდა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით ახალგაზრდებთან აქტიური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ადრეული ასაკიდან მიიღონ, რაც ერთის მხრივ ემსახურება დეზინფორმაციასთან მიმართებაში მოწყვლადობის შემცირებას, მეორეს მხრივ კი ხელს უწყობს დამოუკიდებელი და გააზრებული არჩევანის გაკეთებას.
„დმანისის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინტერესო შეხვედრა გავმართე, რომელიც ორგანიზებული იყო ჩვენი პარტნიორის ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ. ასეთი ტიპის შეხვედრები როგორც დმანისში, ისე სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ახალგაზრდებს არამხოლოდ გადავცეთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ, არამედ მოვისმინოთ მათი უკუკავშირი, მოსაზრებები და კითხვები, რაც გვაძლევს ღია კომუნიკაციის ფარგლებში იმის შესაძლებლობას, რომ ინფორმაციის მიმოცვლის გზით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ახალგაზრდების მეტად დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს. საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მართავენ.
დმანისში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი იაკობ ასანიძე.
1787293215
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს, აღმო...
1787293179
მსოფლიოდიმიტრი პესკოვი: უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების წინაპირობებს ჯერ ვერ ხედავს. მისი თქმით, მოსკოვი ვერ ხედავს ოპტიმიზმის საფუძველს...
1787290186
მსოფლიოფინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
ფინეთის თავდაცვის მინისტრის ანტი ჰაკანენის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა, სავარაუდოდ, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტი 20 აგვისტოს...
1787288131
მსოფლიონიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ბავშვი იყო. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში, სოკოტოს შტატში, გორონიოს ადგილობრივი თვითმმართ...
1787259042
მსოფლიოCNN: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობის აფეთქებას გეგმავდა
35 წლის ქალს ნიუ-იორკის შტატის კაპიტოლიუმზე ასაფეთქებელი მოწყობილობით თავდასხმის დაგეგმვასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია წერს, დაკა...































