დავით მათიკაშვილი: იქმნება შთაბეჭდილება, რომ ძალები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დავალებებს აძლევენ, შეშფოთებული არიან იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს

„გია ბარამიძის ამ უმძიმეს და სამარცხვინო განცხადებას როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი მხარე გააჩნია. მორალური თვალსაზრისით, ბარამიძემ ქართულ ჯარს და სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაული დააბრალა, მან სამარცხვინოდ და ამორალურად შეაფასა ქართული ჯარის საქციელი, თითქოს ის აყვანილ ტყვეებს ხვრეტდა. ბუნებრივია, რომ ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად ქართულ სახელმწიფოს და სამხედრო ძალებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის ძალები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დავალებას აძლევენ, შეშფოთებული არიან იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რომელსაც ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით აწარმოებს.

„გვარამია, სააკაშვილი, ბარამიძე აკეთებენ განცხადებებს, რომ ხელი შეეშალოს და შეფერხდეს ეს პროცესი. განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, პირდაპირი მნიშვნელობით, სამშობლოს ღალატისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. სწორედ ასეთად შეაფასა პროკურატურამ, როცა ბრალი წაუყენა ბარამიძეს. შინაარსში დევს უმძიმესი ბრალდება და მიზანი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციები საკუთარ საქმიანობაში შეფერხდნენ. სწორედ ამიტომ მოხდა იმ სამართლებრივი პროცესის წარმოება ბარამიძის მიმართ, რაც საზოგადოებამ იხილა. სასამართლო ჭრილში იქნება მკაფიოდ გამოკვეთილი ზიანის მიყენების მცდელობა, რაც ბარამიძემ საკუთარი განცხადებით განახორციელა. ვერანაირი გადაკეთება და შინაარსის შეცვლა ვერაფრით გამოასწორებს იმ უდიდეს მოცემულობას, რაც ბარამიძემ საკუთარი განცხადებით დააბრალა ქართულ ჯარს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.

სასამართლომ გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789280156

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დ...

ამინდი

1789279711

ახალი ამბები

კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ (97კგ) ერევანში მიმდინარე სტეფან სარგიზიანის თასზე 4 შეხვედრა მოიგო. საფი...

კონსტანტინე პეტრიაშვილი

1789246653

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობი...

გივი მიქანაძე

1789245586

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  „დღეს თბილისის დროით 00:10-ზე საქართველოში, ქალაქი ნინოწმინ...

ააა

1789244261

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: „ფორმულაზე“ სიუჟეტი გაუშვიათ, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაშია - ეს არის საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული მანიპულირება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მამუკა მდინარაძე თითქოს შინაპატიმრობაში იმყოფება. წილოსანის თქმით,...

ნინო წილოსანი