ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა - დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი
ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 წელს დაბადებული კ.მ., 1960 წელს დაბადებული მ.ლ. 1981 წელს დაბადებული ა. მ., 1978 წელს დაბადებული ლ.მ, 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1978 წელს დაბადებული თ.ბ., 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1976 წელს დაბადებული გ.მ. ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული.
როგორც შსს-ში განმარტავენ, დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში - "საბუდარასა" და "არგოში", ასევე, ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელის - გ.-ს. და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასტუმროების - "არგოსა" და "საბუდარას" ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომლები პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უსაფრთხოებას იცავდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნული ქალებისა და მათი კლიენტების ავტომანქანით გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პროსტიტუციის ხელშეწყობითა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკისას შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მთავრობის ხალხმა იმგზავრეთ ერთი მატარებლით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ ერთი“ - ალეკო ელისაშვილი
1782753186
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები
სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები, - განუცხადა ჟურნალისტებს ასტანა...
1782752591
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი: კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების ხარჯზე
ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე და აქედან გამომდინარე, ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ფორმატს, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენც...
1782751421
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: თანახმა ვართ, მსჯავრდებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას შესაბამისი დამატებითი კვლევები ჩაუტარდება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ. „ეჭვი ჰქონდათ კონკრეტუ...
1782750178
მსოფლიოევროკომისია: ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად
ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. „ეს თვე მხოლოდ ზ...
1782748818
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რ...


























