შსს-მ უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთისა და კენიის მოქალაქეები.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - განმარტავენ შსს-ში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756197705

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით

„საქართველოში რევოლუცია არ მოხდება - კარგი გამოცდილება მივიღეთ, კარგად გვამეცადინეს, მთელ შემოტევებს გავუძელით. არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან...

ირაკლი ზარქუა

1756194688

ახალი ამბები

საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი...

საქსტატი:

1756192842

ახალი ამბები

პრემიერი: ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას

„მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაური პირველკურსელ...

ირაკლი კობახიძე

1756192549

ახალი ამბები

ყალბი მართვის მოწმობის დამზადება–გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღები...

ყალბი მართვის მოწმობის დამზადება–გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

1756192240

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. სისტემაში...

გამოცდები