ირაკლი ზარქუა: საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით

„საქართველოში რევოლუცია არ მოხდება - კარგი გამოცდილება მივიღეთ, კარგად გვამეცადინეს, მთელ შემოტევებს გავუძელით. არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოზე ვინც ხელს აღმართავს, კონსტიტუციის თანახმად მკაცრად დაისჯება.
„რევოლუციების ახალი სეზონი იწყება. ამ უსამშობლოების ასეთ საქმიანობას უკვე მიჩვეული ვართ. ამ უსამშობლოებს თავიანთი პატრონი და დირიჟორი ჰყავთ. ამ შემთხვევაში, მათი დირიჟორი IRI-ის რეგიონული ხელმძღვანელი დიპია.
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ვაუწყეთ, რომ ქაოსი, დაძაბულობა, რადიკალიზაცია და ახალგაზრდების გამოყენება ისევ მოხდებოდა და ეს ყველაფერი 13 სექტემბრიდან დაიწყებოდა. გუშინ, რუსეთიდან დაფინანსებულმა ხოშტარიამ ამ თემაზე ბრიფინგი გამართა. მისი ოჯახი რუსეთიდან ფინანსდება და ამ თემას უსირცხვილოდ მაინც არ ეშვებიან. დაიმალონ მაინც და საზოგადოებაში არ გამოჩნდნენ. რუსული ყაიდის ოპოზიცია გვყავს, რუსეთიდან ფინანსდებიან.
დააანონსეს, თურმე, 13 სექტემბრიდან დედაქალაქს ცეცხლის ალში გაახვევენ და პიკეტირება იქნება. ეს ემსახურება ერთ ამოცანას, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს და მარიონეტები დასვან, შემდეგ კი, ის კანონი და ის გადაწყვეტილებები მიაღებინონ, რაც საქართველოს ინტერესებში არ არის. არაფერი გამოუვათ, რადგან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს ამოცანაა, მშვიდობა შეინარჩუნოს, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ეროვნული ღირებულებების უგულებელყოფა არ დაუშვას.
საქართველოში რევოლუცია არ მოხდება - კარგი გამოცდილება მივიღეთ, კარგად გვამეცადინეს, მთელ შემოტევებს გავუძელით. არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ.
მშობლებს მივმართავ, ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებენ. ბედნიერი არ ვართ, როცა სასამართლოს გარეთ მშობლები დგანან და ტირიან. თავიანთ შვილებზე უნდა ეზრუნათ, რომ იქნებ, გადაერჩინათ, რათა პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილები“ არ ესროლათ. ვიდრე გვიან არ არის, შვილები მოიკითხონ – მცდელობაა, რომ უსამშობლოებმა ახალგაზრდები გადატრიალებისთვის გამოიყენონ. მათ ამზადებენ ძალადობისთვის და იმისთვის, ეს ქვეყანა როგორ ჩამოაქციონ.
თავიანთი შვილები შეიცოდონ, შემდეგ გვიან იქნება. მზად ვართ, ქვეყნის კონსტიტუცია და სახელმწიფოს ინტერესები დავიცვათ. რაც შეეხება ბოიკოტისკენ მოწოდებას, რადიკალებს ორი პატრონი ჰყავთ - ერთნი „ლელო“-გახარიას პატრონობენ, მეორენი რადიკალურ ოპოზიციას. ეს პირდაპირი შტურმი და ძალადობაა სახელმწიფოზე.
ესენი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაერთიანდებიან. მათი ამოცანაა, ქვეყანა ისევ ქაოსში შეიყვანონ, ინსტიტუციები ჩამოანგრიონ და რევოლუცია მოახდინონ. სახელმწიფოზე ვინც ხელს აღმართავს, კონსტიტუციის თანახმად მკაცრად დაისჯება. უსამშობლოებს ქვეყანას არ დავუთმობთ, ეს გამორიცხულია.
საქართველოს ქაოსი და არეულობა არ სჭირდება. ქვეყანას არ ავარევინებთ, უფრო მეტად მკაცრად დავდგებით და ქვეყანას დავიცავთ“, - აღნიშნა ზარქუამ.
1756194688
ახალი ამბებისაქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი...
1756192842
ახალი ამბებიპრემიერი: ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას
„მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაური პირველკურსელ...
1756192549
ახალი ამბებიყალბი მართვის მოწმობის დამზადება–გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღები...
1756192240
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. სისტემაში...
1756190758
ახალი ამბებიჯილეხით მკვდარი ცხოველის მეპატრონემ სახელმწიფოსგან კომპენსაცია პირველად მიიღო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, ჯილეხით მკვ...