კახა გულედანი: ჩვენი მიზანია რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება და რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობის უზრუნველყოფა
ჩვენი მიზანია, რომ რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება განვახორციელოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობა და ნაკლები უთანასწორობა, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მისი თქმით, ყველგან რეგიონებში უნდა იყოს დაცული სტანდარტი და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილები, სერვისები, განათლება და სხვა.
„მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან მაქვს საშუალება, ვისაუბრო რეგიონული განვითარების სამინისტროზე, იმ გეგმებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ახლად შექმნილ უწყებას აქვს. ეს არ არის ჩემთვის უბრალოდ ინტერპელაციის კითხვა-პასუხის ფორმა, ეს უფრო მეტია, რადგან მაქვს დიალოგის საშუალება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან. როგორც თქვენთვის ცნობილია, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა გასული წლის აპრილში და აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ თანამშრომელს. სხვადასხვა უწყებიდან შეკრებილმა გუნდმა თავისი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობით და მაღალი პასუხისმგებლობით, ერთად შევძელით, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ჩამოგვეყალიბებინა ახალი სტრუქტურა. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება განვახორციელოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობა და ნაკლები უთანასწორობა.
თანასწორობას რომ ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეგიონები უნდა იყოს ერთნაირად განვითარებული, ვგულისხმობთ იმას, რომ ყველგან რეგიონებში უნდა იყოს დაცული სტანდარტი და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილები, სერვისები, განათლება და სხვ. დღეს მზად ვარ, დეტალურად განვიხილო ყველა ის გამოწვევა და მიღწევა, რაც ამ მოკლედ დროში შევძელით და გულწრფელად და პირდაპირ ვუპასუხო თქვენს კითხვებს, რადგან მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი“, - განაცხადა კახა გულედანმა.
1771418311
საზოგადოებაკახა გულედანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმების პროექტზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მიერ დასახული მიზნები
კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმები, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. მისივე თქმ...
1771417896
ახალი ამბებიპრემიერი: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან არ უნდოდათ ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება
რაც შეეხება პირველ შვილს, 2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს - 14 156, არის კატასტროფული ტენდენცია, თითქმის განახევრებულია მაჩვენებელი პირველი შვილის შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პრე...
1771414957
ახალი ამბებირომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პაატა პატიაშვილი იტალიელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. რომში, საზღვაო ფლოტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პაატა პატიაშვილმა იტალიელ კოლეგასთან, მატეო პერეგო დ...
1771413579
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ფაქტია, რომ იყო აშშ სხვა ადმინისტრაციების მხრიდან პირდაპირი ჩარევები ენჯეოების დაფინანსების სქემებით, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული ლიბერალური იდეოლოგიის გატარება და საკუთარი გავლენების მოპოვება სხვა ქვეყნებში
ფაქტია, რომ იყო აშშ სხვა ადმინისტრაციების მხრიდან პირდაპირი ჩარევები ენჯეოების დაფინანსების სქემებით, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული ლიბერალური იდეოლოგიის გატარება და საკუთარი გავლენების მოპოვება სხვა...
1771412681
საზოგადოებაპრემიერი: არც ერთი ხელისუფლება, რომელიც მფარველობს ნარკოტიკულ დანაშაულს, ციხეში არ უშვებს 2 300 ნარკორეალიზატორს 8 თვის განმავლობაში, ჩვენ ვებრძოდით ე.წ. ლეგალური ფორმით ნარკოტიკების რეალიზაციის პრაქტიკასაც
„2 300 ნარკორეალიზატორი გავუშვით ციხეში 8 თვის განმავლობაში, ეს არის პასუხი სპეკულაციაზე, ჩვენ გვაქვს მარტივი ამოცანა, აქ გვინდა გარდამტეხი ცვლილებების მიღწევა, თავად დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ეს შედ...




























