კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის
ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, შეამცირებს დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებაზე და გაზრდის დეცენტრალიზაციას, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მისივე თქმით, რეგიონული განვითარების კანონი საჭიროა დონორებთან თანამშრომლობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებითაც.
„როგორც ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ასევე რეგიონულ განვითარებას ახლავს თავისი ეტაპები. პირველი ეტაპია უწყების ინსტიტუციური მზაობა. სამინისტროს სტრუქტურა, ძირითადი საკადრო პოზიციების შევსება, უფლებამოსილებათა მკაფიოდ განაწილება და საბაზისო დოკუმენტებზე მუშაობა - ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ და გადავლახეთ, თუმცა ეს არის ეტაპი არა რეგიონებში, არამედ სამინისტროში. მეორე ეტაპია პოლიტიკის ფორმირება და პროგრამების შემუშავება. ეს არის საკანონმდებლო ბაზის გადახედვა-შემუშავება. განვითარების დოკუმენტები, სტრატეგია, პროგრამები, სამოქმედო გეგმები, კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან, სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან. დღეს, ჩვენ ამ ეტაპზე ვართ. კიდევ არის რამდენიმე ეტაპი. ეს გახლავთ ეტაპები, რომლებიც რეალურ შედეგებს და რეალურ ცვლილებებს გვაჩვენებს და მინიმუმ საშუალოვადიანი პერიოდი სჭირდება, დაახლოებით, 3-5 წელი. ამ ეტაპების ზედმიწევნით გავლის გარეშე რეალურ შედეგებზე რეგიონების განვითარების კუთხით საუბარი ალბათ პოპულიზმი იქნებოდა.
დავუბრუნდები იმ ეტაპს, რა ეტაპზეც ახლა სამინისტროა და რა ძირითადი გამოწვევები გვაქვს დღეის მდგომარეობით. ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, ეს კანონპროექტი განსაზღვრავს და სამართლებრივად დააფიქსირებს, რას ნიშნავს რეგიონი განვითარების მიზნებისთვის. კანონი შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის, შექმნის საფუძველს მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის. გამოკვეთს და გადაანაწილებს საჭიროებებს. დაგვანახვებს ცალკეული რეგიონის პოტენციალს. შეამცირებს დამოკიდებულებას ცენტრალურ ხელისუფლებაზე და გაზრდის დეცენტრალიზაციას. ასევე, რეგიონული განვითარების კანონი კარგია დონორებისთვის და ინვესტიციების მოსაზიდად, რადგანაც დონორებს ყოველთვის აქვთ ასეთი მიდგომა, რომ მათ სჭირდებათ საკანონმდებლო ჩარჩო და კონკრეტული სტრატეგიები განვითარებისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, პოლიტიკას გადავიყვანთ ფრაგმენტული ჩარევებიდან სისტემურ, პროგრამულ და შედეგებზე ორიენტირებულ მოდელზე. კანონპროექტი უკვე მომზადებული გვაქვს და მისი განხილვა დაიწყება უწყებებში. ვეცდებით, რაც შეიძლება მალე შემოვიდეს ეს დოკუმენტი პარლამენტში განსახილველად“, - აღნიშნა კახა გულედანმა.
1771422223
ახალი ამბებისაქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ო...
1771421214
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, „ხალხის ძალა“ დავდივართ რეგიონებში, გვაქვს მერიებში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათგან მოდის თხოვნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს თანხა დაემატოს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა განცხადება პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის კახაბერ გულედანის მოხსენებას. მაჭარაშვილ...
1771421190
ახალი ამბებიპოლიციამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავა
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სასამართლოსთან დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თბილისის საქალ...
1771420374
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6778 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771418311
საზოგადოებაკახა გულედანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმების პროექტზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მიერ დასახული მიზნები
კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმები, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. მისივე თქმ...




























