კახა გულედანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმების პროექტზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მიერ დასახული მიზნები
კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმები, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მოკლევადიანი გეგმები, რომლითაც დღეს მუნიციპალიტეტები ხელმძღვანელობენ, ნაკლებად გასაგებია მოქალაქეებისთვის და ასევე, ნაკლებია ნდობა ინვესტორებისა და დონორების მხრიდან.
„დღეს, მუნიციპალიტეტები მუშაობენ 1-წლიანი, მოკლევადიანი გეგმებით, რომლებიც მიბმულია ბიუჯეტის ერთწლიან ციკლზე და რეაგირებენ გადაუდებელ, დღევანდელ საჭიროებებზე. აგებულია პრინციპზე - რაც გვაქვს იმას ვხარჯავთ. ნდობა ნაკლებია ინვესტორებისა და დონორების მხრიდან, მოქალაქეებისთვის შედარებით ნაკლებად გასაგებია, რადგან მათ უფრო გრძელვადიანი გეგმები აინტერესებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტები უნდა გადაეწყონ გრძელვადიან გეგმებზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მისაღწევი შედეგები, პროექტები მიდის ლოგიკურ ჯაჭვად, ნაკლებია სპონტანურობა, დატოვება-მიტოვების და მსგავსი რისკები. პრიორიტეტები არის მკაფიოდ განჭვრეტადი. სტაბილურობა მეტია. ამცირებს მიდგომას, რომ ახალმა მერმა ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს, ასევე მეტია ინსტიტუციური მახსოვრობა, მეტია საიმედოობა დონორებისა და საიმედო ორგანიზაციებისთვის. მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტულია, რადგან პასუხობს კითხვას - როგორ ვითარდება და როგორი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტი გრძელვადიან პერიოდში. საბოლოოდ, ზრდის პასუხისმგებლობას როგორც ცენტრისა და ცენტრალური ხელისუფლებისთვის, ისე მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეებისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, ბოლო პერიოდში, ვემუშავებით მუნიციპალიტეტებს ამ კუთხით. ეს პროცესი დავიწყეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით. შევხვდით მუნიციპალიტეტის მერებს და მათ გამოთქვეს მზაობა ითანამშრომლონ, მოამზადონ შესაბამისი პროექტები. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტების მიერ უკვე მომზადებულია გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, რომლებიც ასახავს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. იდენტიფიცირებულია საჭიროებები განვითარებისათვის. რასაკვირველია, ყველა საჭიროებას ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი რესურსით ვერ მოერევა, ამისთვის საჭიროა, დარგობრივმა სამინისტროებმა, დარგობრივმა უწყებებმა განიხილონ ეს საჭიროებები და სამომავლო გეგმების სინქრონიზება მოხდეს მუნიციპალიტეტის გრძელვადიან გეგმებთან მიმართებაში,“- განაცხადა კახა გულედანმა.
1771421190
ახალი ამბებიპოლიციამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავა
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სასამართლოსთან დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თბილისის საქალ...
1771420906
საზოგადოებაკახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის
ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, შეამცირებს დამოკიდებულებ...
1771420374
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6778 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771417896
ახალი ამბებიპრემიერი: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან არ უნდოდათ ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება
რაც შეეხება პირველ შვილს, 2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს - 14 156, არის კატასტროფული ტენდენცია, თითქმის განახევრებულია მაჩვენებელი პირველი შვილის შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პრე...
1771416993
ახალი ამბებიკახა გულედანი: ჩვენი მიზანია რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება და რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობის უზრუნველყოფა
ჩვენი მიზანია, რომ რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება განვახორციელოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობა და ნაკლები უთანასწორობა, - განაცხადა რეგიონული...




























