პრემიერი: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან არ უნდოდათ ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება

რაც შეეხება პირველ შვილს, 2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს - 14 156, არის კატასტროფული ტენდენცია, თითქმის განახევრებულია მაჩვენებელი პირველი შვილის შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში არის თითქმის განახევრებული მაჩვენებლები, მაშინ, როდესაც მე-3 და შემდეგი შვილის შემთხვევაში მაჩვენებელი არის გაზრდილი და ეს არის მძიმე მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური პროცესების შედეგი.

„დემოგრაფიის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემა, რაზეც მუშაობა არის საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რეალურად ერთადერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ქვეყანას აქვს უარყოფითი ტენდენციები, შობადობა, ქორწინება, განქორწინება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ვითარების შეცვლა. არსებითად იმ პრობლემებს, რომლებსაც ვაწყდებით დემოგრაფიის სფეროში, უფრო მეტად შობადობა, ქორწინება, განქორწინების სფეროში, აქვს მსოფლმხედველობრივი მიზეზები და ნაკლებად სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები. ამას ადასტურებს, მათ შორის, შობადობის სტატისტიკა, რომელზეც უკვე ვისაუბრე. კონკრეტული ციფრები მინდა წარმოგიდგინოთ ამასთან დაკავშირებით.რაც შეეხება მე-3 და შემდგომ შვილს, აქ გვაქვს ასეთი სტატისტიკური მონაცემები - 2012 წელს მე-3 და შემდეგი შვილი საქართველოში დაიბადა 7 850, ხოლო 2014 წელს - 11 014. ამის შემდეგ, 2014 წლიდან ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებელს და უფრო მეტიც, რომ ავიღოთ 2024 წლის მონაცემები, 2014 წლის მონაცემებთან შედარებითაც არის გაზრდილი და 2024 წლის მაჩვენებელია 11 457. 2012 წელს მე-3 და შემდეგი შვილი დაიბადა 7 850, 2014 წლისთვის იყო მკვეთრი ზრდა, 11 014 ბავშვამდე გაიზარდა და იმის მერე კიდევ გაიზარდა 11 457 ბავშვამდე. ეს ნიშნავს, რომ სოციალურ-ეკონომიკური მიზეზი ნაკლებად აქვს. ყველაზე მეტად თუ სადმე აისახებოდა სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები შობადობაზე, ეს იქნებოდა მე-3 და შემდეგი ბავშვი და ბუნებრივია, ეს მაჩვენებლები მიანიშნებს იმაზე, რომ მიზეზები არის არსებითად მსოფლმხედველობრივი.რაც შეეხება პირველი და მეორე შვილის სტატისტიკას, აქ არის ზუსტად ძალიან მძიმე ტენდენციები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლმხედველობრივია მიზეზები, რაც დაკავშირებულია შობადობის შემცირებასთან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზრდა გვაქვს მე-3 და შემდეგი შვილის შემთხვევაში. რაც შეეხება პირველ შვილს, 2014 წელს დაიბადა 26 355 ბავშვი და 2024 წელს დაიბადა 14 156 ბავშვი. არის კატასტროფული ტენდენცია. თითქმის განახევრებულია მაჩვენებელი პირველი შვილის შემთხვევაში. მსგავსი მაჩვენებელი გვაქვს მე-2 შვილის შემთხვევაში, 2014 წელს დაიბადა 23 171 ბავშვი და 2024 წელს დაიბადა 13 323 ბავშვი. უცნაურიც არის ეს სტატისტიკა. პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში არის თითქმის განახევრებული მაჩვენებლები, მაშინ, როდესაც მე-3 და შემდეგი შვილის შემთხვევაში მაჩვენებელი არის გაზრდილი. ეს არის მძიმე მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური პროცესების შედეგი, რისგანაც პრაქტიკულად მხოლოდ შარშან გავთავისუფლდით. შარშან მოვახერხეთ ამ ყველაფრისგან გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ იყო უმძიმესი საგარეო ზეწოლა. მარტო რად ღირდა იმის გახსენება, რაც ჩვენ გამოვიარეთ ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ იყო შტურმი, საგარეო შტურმი და ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის შტურმი და დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან არ უნდოდათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ერთი მხრივ, ეშინოდათ გარე პატრონების, მეორე მხრივ - საზოგადოებრივი აზრის. ამიტომ, გაექცნენ დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით. ტენდენციები არის შემაშფოთებელი, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო სიღრმისეულად ვიმსჯელოთ დემოგრაფიის საკითხებთან დაკავშირებით, შობადობის, ქორწინება-განქორწინების საკითხებთან და წამახალისებელ ზომებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გაატაროს საქართველომ ხელისუფლებამ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771420374

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6778 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1771418311

საზოგადოება

კახა გულედანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმების პროექტზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მიერ დასახული მიზნები

კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმები, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. მისივე თქმ...

კახა გულედანი

1771416993

ახალი ამბები

კახა გულედანი: ჩვენი მიზანია რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება და რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობის უზრუნველყოფა

ჩვენი მიზანია, რომ რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება განვახორციელოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობა და ნაკლები უთანასწორობა, - განაცხადა რეგიონული...

კახა გულედან

1771414957

ახალი ამბები

რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პაატა პატიაშვილი იტალიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. რომში, საზღვაო ფლოტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პაატა პატიაშვილმა იტალიელ კოლეგასთან, მატეო პერეგო დ...

რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პაატა პატიაშვილი იტალიელ კოლეგას შეხვდა

1771413579

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ფაქტია, რომ იყო აშშ სხვა ადმინისტრაციების მხრიდან პირდაპირი ჩარევები ენჯეოების დაფინანსების სქემებით, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული ლიბერალური იდეოლოგიის გატარება და საკუთარი გავლენების მოპოვება სხვა ქვეყნებში

ფაქტია, რომ იყო აშშ სხვა ადმინისტრაციების მხრიდან პირდაპირი ჩარევები ენჯეოების დაფინანსების სქემებით, რომლის მიზანიც იყო კონკრეტული ლიბერალური იდეოლოგიის გატარება და საკუთარი გავლენების მოპოვება სხვა...

ლევან მახაშვილი