გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ, „ხალხის ძალა“ დავდივართ რეგიონებში, გვაქვს მერიებში ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათგან მოდის თხოვნა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს თანხა დაემატოს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა განცხადება პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენდნენ რეგიონალური განვითარების მინისტრის კახაბერ გულედანის მოხსენებას. მაჭარაშვილი გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ შეკითხვას და თქვა, რომ მათ მიერ გაჟღერებული კითხვის საპირისპიროდ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს:
„სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა რომ საპარლამენტო ოპოზიციამ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ჯგუფს „საქართველოსთვის“ ვგულისხმობ, კითხვა დასვა იმგვარად, რომ პრაქტიკულად, წავიდა საზოგადოების უმრავლესობის ნების წინააღმდეგ. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ეს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელშიც ხალხი მონაწილეობს“, - განაცხადა დეპუტატმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესია, გაიზარდოს პროგრამაში ჩადებული თანხა, ვინაიდან ის მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები იმაზე, თუ რა და როგორი პრინციპით უნდა გაკეთდეს სოფლად.
„კითხვა გვაქვს სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა რომ საპარლამენტო ოპოზიციამ, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ჯგუფს „საქართველოსთვის“ ვგულისხმობ, კითხვა დასვა იმგვარად, რომ პრაქტიკულად, წავიდა საზოგადოების უმრავლესობის ნების წინააღმდეგ. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ეს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელშიც ხალხი მონაწილეობს. ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიცია „ხალხის ძალა“ 2022 წლიდან, მაშინ, როცა პარტიაც არ ვიყავით, ვამბობდით, რომ ხალხს უნდა ვანდოთ ქვეყნის ბედი, მათ შორის საგარეო პოლიტიკაშიც. ახლა კი არ გვინდა მოსახლეობას ვანდოთ არჩევანი, თავის სოფელში სასაფლაოს შემოღობავს თუ სტადიონს ააშენებს?! ჩვენ გვაქვს საპირისპირო მოცემულობა. კონსულტაციები უნდა გავიაროთ ფინანსთა სამინისტროსთანაც, იმისთვის, რომ ხალხის ჩართულობა გავზარდოთ. ჩვენ, „ხალხის ძალა“ ახლა დავდივართ რეგიონებში, ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებს ვხვდებით, გვაქვს შეხვედრები მერიაშიც და ვიღებთ თხოვნასა და მოთხოვნაც, რომ სოფლის პროგრამებს დაემატოს თანხა. ხშირად, მერიას უწევს თანხის დამატება, მისი სიმცირის გამო. ამიტომ, ამ საკითხზე ჩვენ გვექნება კონსულტაციები, რათა სამომავლოდ გავზარდოთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით. თუ სადმე არის საზოგადოების პროგრამაში ჩართულობა, ყველაზე მეტად სწორედ აქაა. შესაბამისად, ეს პროგრამა კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ უნდა გავზარდოთ კიდეც“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კახაბერ გულედანი გამოეხმაურა დეპუტატის ინიციატივას და განაცხადა, რომ მზადაა, პროგრამის დასახვეწად, სხვადასხვა ჯგუფებთან იმუშაოს.
1771422223
ახალი ამბებისაქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ო...
1771421190
ახალი ამბებიპოლიციამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავა
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვისას, სასამართლოსთან დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თბილისის საქალ...
1771420906
საზოგადოებაკახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის
ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, აღნიშნული შექმნის ერთიან ჩარჩოს რეგიონების განვითარების სტრატეგიისთვის და საფუძველს - მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, შეამცირებს დამოკიდებულებ...
1771420374
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6778 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771418311
საზოგადოებაკახა გულედანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმების პროექტზე, გრძელვადიანი გეგმების უპირატესობაა ის, რომ უფრო ნათლად არის წარმოჩენილი მუნიციპალიტეტის მიერ დასახული მიზნები
კიდევ ერთი პროექტი, რაზეც ვმუშაობთ, გახლავთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი გეგმები, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას. მისივე თქმ...



























