კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავაზე: დაველოდოთ გადაწყვეტილებას, იმდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია

„ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ, მაგრამ მან წინ ქვეყნის ინტერესები დააყენა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესის თემაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, წინა შემთხვევებში ივანიშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები და მისი დასანქცირება იყო პოლიტიკური ნაბიჯი, ახლაც გამორიცხული არაფერია.

„ჩვენ ვიცით ბიძინა ივანიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ. მისი შანტაჟი მიმდინარეობდა. ეს არც დაგვიმალავს და ამაზე ღიად ვისაუბრეთ. მან სხვადასხვა ქვეყანაში სასამართლო პროცესი წარმატებით დაასრულა, თუმცა, მისთვის თანხა არ დაუბრუნებიათ. ცხადია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ყველა ინსტანციაში გამართლდა. შემთხვევითი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ქვეყნით აშანტაჟებდნენ. ისიც ვიცით, აქედან გამომდინარე, მან რა პოზიცია დაიკავა და რა გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ინტერესები. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებსა და სუვერენიტეტის დაცვას ითვალისწინებს.დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში, რომ გამორიცხული არაფერია. როდესაც შენ კონკრეტულ ადამიანს სანქციას უწესებ, ეს განმარტებული და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ძირითადად სიძულვილით, მუქარით, შანტაჟით იყო დაკავებული. გამოვიდნენ და დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მაშინ ჩვენ მტკიცედ დავდექით, ქვეყნის ინტერესები დავიცავით. არ მივეცით მათ იმის უფლება, რომ ქვეყანა ომში ჩაეთრიათ, მეორე ფრონტი გაეხსნათ, ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და სწორედ ამიტომ მიიღეს მაშინ ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763637415

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: სამხრეთ კავკასია, როგორც ერთიანი რეგიონი, ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის

ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისსა და ერევანს შორის სტრატეგიული პარტნიორო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1763636482

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს - კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები - ასეთია ჩამონათვალი დარღვევებისა, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს. აღნიშ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1763635606

ახალი ამბები

გეკა გელაძე: ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. წამოწყებული გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, ეს პროცესები არ გაჩერდება

ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ. მინისტრის თქმით, ნარკოდანაშაული მსოფლიოს გამოწვე...

გეკა გელაძე

1763635154

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შსს-სთან ერთად ახორციელებს

ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ამ ასაკის და უფრო დაბალი ასაკის ახალგაზრდებშიც მსგავსი პასუხისმგებლობის კომპონენტი არის დადგენილი, თუმცა ეს არის უკიდურესი ფორმა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა დ...

გივი მიქანაძე

1763633995

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: EBRD-ის პოზიცია 300 მილიონით დააფინანსოს ქართული კერძო სექტორი, აღიარებაა, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით მდგრადი, სანდო, პერსპექტიული და მიმზიდველი ქვეყანაა

„EBRD გეგმავს წელს საქართველოს კერძო სექტორში მინიმუმ 300 მილიონი ევროს ინვესტიციას, რაც საქართველოს ეკონომიკის მიმზიდველობას და პერსპექტიულობას ადასტურებს. მისი სიტყვებით, ბანკი მოხარულია მჭიდრო თანა...

დავით ჩიხელიძე