კახა კალაძე Eagle Hills-ის პროექტის შესახებ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: როგორ შეიძლება, გერქვას პოლიტიკოსი და იკადრო ამ ტიპის სიცრუე?

„როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება? არ მიკვირს ის, რასაც კადრულობენ და აკეთებენ, მათ აქვთ შესაბამისი რეიტინგი - საერთოდ პულსი არ ესინჯებათ და ხალხმა როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე მათ შესაბამისი ადგილი მიუჩინა“, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში მეჩეთების მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად არ სიამოვნებთ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა.

„თქვენ ხედავთ, თუ როგორი მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს აღნიშნულ ინვესტიციაზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ადამიანები არიან უსამშობლოები, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს და ნამდვილად არ სიამოვნებთ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა.

როგორ უნდა იკადროს ადამიანმა ამ ტიპის სიცრუის გავრცელება? ეს ხომ მეტყველებს იმაზე, რომ მათ მიერ გაჟღერებული ყველა წინადადება, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, შეიცავს ტყუილს და დაფუძნებულია სიცრუეზე.

როგორ შეიძლება, გერქვას პოლიტიკოსი და იკადრო ამ ტიპის სიცრუე, თუმცა მე არ მიკვირს ის, რასაც კადრულობენ და აკეთებენ. აქვთ შესაბამისი რეიტინგი - საერთოდ პულსი არ ესინჯებათ და ხალხმა როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე მიუჩინა მათ შესაბამისი ადგილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763637415

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: სამხრეთ კავკასია, როგორც ერთიანი რეგიონი, ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის

ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისსა და ერევანს შორის სტრატეგიული პარტნიორო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1763636482

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს - კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში, თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები - ასეთია ჩამონათვალი დარღვევებისა, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს. აღნიშ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1763635606

ახალი ამბები

გეკა გელაძე: ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. წამოწყებული გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, ეს პროცესები არ გაჩერდება

ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ. მინისტრის თქმით, ნარკოდანაშაული მსოფლიოს გამოწვე...

გეკა გელაძე

1763635154

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონი პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შსს-სთან ერთად ახორციელებს

ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ამ ასაკის და უფრო დაბალი ასაკის ახალგაზრდებშიც მსგავსი პასუხისმგებლობის კომპონენტი არის დადგენილი, თუმცა ეს არის უკიდურესი ფორმა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა დ...

გივი მიქანაძე

1763633995

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: EBRD-ის პოზიცია 300 მილიონით დააფინანსოს ქართული კერძო სექტორი, აღიარებაა, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით მდგრადი, სანდო, პერსპექტიული და მიმზიდველი ქვეყანაა

„EBRD გეგმავს წელს საქართველოს კერძო სექტორში მინიმუმ 300 მილიონი ევროს ინვესტიციას, რაც საქართველოს ეკონომიკის მიმზიდველობას და პერსპექტიულობას ადასტურებს. მისი სიტყვებით, ბანკი მოხარულია მჭიდრო თანა...

დავით ჩიხელიძე