კახა კალაძე ევროკავშირის დაფინანსებულ ვიდეორგოლზე: პირველ რიგში, ეს ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს

მცდელობა აქვთ, დამნაშავეები, მოძალადეები გმირებად შერაცხონ, სამწუხაროა, რომ ამის დაფინანსება ევროპული ორგანიზაციებიდან მოდის, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ევროკავშირის დაფინანსებულ ვიდეორგოლს, რომლის სპიკერი ბექა კობახიძეა.
„ცდილობენ, საზოგადოებაში პოლარიზაცია გააღვივონ. სამწუხაროა, რომ ამის დაფინანსება მოდის ევროპული ორგანიზაციებიდან. მცდელობა აქვთ, რომ დამნაშავეები, მოძალადეები გმირებად შერაცხონ. პირველ რიგში, ეს მათ აზიანებთ, ევროპულ მომავალს აზიანებს, ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. ამაში პირდაპირ ჩართულები არიან კონკრეტული ელჩები, კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კონკრეტული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები უახლოეს წარსულშიც აქტიურად ცდილობდნენ, საქართველოში სხვადასხვა გზით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ.
„პირდაპირ ჩართულები იყვნენ იმაში, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, თავისი დაფინანსებით, იდეოლოგიით. არ გახსოვთ, როდესაც ტრენინგებზე დაჰყავდათ ხალხი, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ატრენინგებდნენ, რეალურად, რევოლუციაზე მიდიოდა საუბარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1756120404
ახალი ამბებითბილისში კაცმა ცოლი მოკლა - პოლიციამ ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბ...
1756118932
ახალი ამბებიქმრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ თეკლა გერსამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორ გია შ...
1756117636
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: მამუკა მდინარაძე არის გამორჩეული პროფესიონალი, განსაკუთრებული ლიდერული უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება წარმატებული ხელმძღვანელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის
კადრების გადაადგილება არის ჯანსაღი და ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მ...
1756116543
ახალი ამბებიცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. „ეთიკის კოდე...
1756115095
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში
საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრ...